დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციის დღე მეორე საპარლამენტო ქალაქში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/05/31 15:51:23

დღეს ქუთაისში პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. ამ თარიღის გრანდიოზულად აღსანიშნავად ქალაქს ქვეყნის პირველი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

 

საპატიო სტუმრებს ქალაქის მერი და იმერეთის გუბერნატორი მასპინძლობდნენ. ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა და  პოლიციელებს პროფესიული დღე პირველმა პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება. ღარიბაშვილის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. პოლიციის დღის მილოცვის შემდეგ, მან პროფესიული საქმის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა. 

მინისტრის შემდეგ ტრიბუნიდან  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული და საზოგადოებას პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებით გამოირჩეოდა. 
"
მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად, ფსიქოლოგიის და სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით, შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 
დღესვე დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. ვახტან გომელაურმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის შსს- პირველის ხარისხის მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" სამსახურეობრივი მოვალოების შესრულების დროს დაღუპულ ორ პოლიციელს - ბექა მარგიშვილს და გიორგი ბერუაშვილს მიანიჭა. მედლით "მამაცობისთვის" სამსახურეობლივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიცილები - ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. ასევე, მინისტრმა მედლით "მამცობისთვის" ის თანამშრომლები დააჯილდოვა , რომლებმაც ქობულეთში გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა. გაიცა სხვა ჯილდოებიც, მათ შორის – სახელმწიფო ჯილდო "ღირსების მედალი" შსს-ს აკადემიის პრორექტორ სოფიო კილაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის უფროს ლეიტენატ თეონა ჭიჭინაძეს თვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცათ. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია