დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭყვიშში „გალაკტიონობა” წელს მეშვიდედ გაიმართება
2015/05/29 21:50:37

30 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ფესტივალი „გალაკტიონობა 2015“ მეშვიდედ გაიმართება.  ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მასში ჩართულია საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, პროფესიონალი მხატვრები, რომლებიც  ნამუშევრებს გალაკტიონის პოეზიის თემაზე შექმნიან.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოღი, ცხენბურთი, ისინდი, მარულა. ფესტივალს კონცერტით დახურავს  გიო ძამუკაშვილის ბენდი და „ნიკოლშოუ“.

ღონისძიების ორგანიზატორია.(ა).ი. პ. “მთაწმინდის მთვარე ”.

 

კონკურსი სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება შემდეგ ნომინაციებში:

გალაკტიონის ლექსის მხატვრული კითხვა (დეკლამაცია);
გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა;
გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება;
გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსი;
გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ჩანახატი.



კონკურსი 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის გაიმართება შემდეგ ნომინაციებში:

გალაკტიონის ლექსის მხატვრული კითხვა (დეკლამაცია);
გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა;
გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება;
გალაკტიონის ლექსზე ახალი სიმღერის დაწერა და შესრულება;
გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსი;
გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ჩანახატი; 
გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების საუკეთესო მცოდნეთა გამოვლენა (ბრეინრინგი);
გალაკტიონის პოეზიის საუკეთესო მცოდნეთა გამოვლენა.

       

გამარჯვებულები გალაკტიონის 25 ტომეულებით, ფესტივალის დიპლომებით და სხვადასხვა სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია