დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
112–ის მედიატური რეგიონული გამოცემების მენეჯერებისათვის
2015/05/29 20:47:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმროჰოლიდეი ინნშიმედიატური გამართა. მედიატურში საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

112-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და 112-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„112“ გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა  2012 წელს.

 ეს  არის ერთიანი, 24–საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. ამ  ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი: სახანძროსამაშველო, საპატრულო პოლიციის, სასწრაფოსამედიცინო დახმარების.

 

როგორც სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, „112“–ის ამოქმედებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები. მაგალითად: არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი, ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით და ა.შ.

 

„112“-ის მიზანია, უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით, მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნით ის კოორდინირებულად მუშაობს ქვეყანაში არსებულ საგანგებო სამსახურებთან: საპატრულო პოლიცია; სახანძრო-სამაშველო სამსახური; სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. როგორც „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ეს კოორდინირებული მუშაობა საზოგადოებაში აღიქმება ისე, თითქოს აღნიშნული სამსახურები „112“-ს ექვემდებარებიან, რაც არასწორია.

 

„112“ არის მხოლოდ საინფორმაციო სამსახური, სადაც შემოდის ზარი, რომელიც მიეწოდება შესაბამის სამსახურს. რაც ნიშნავს იმას, რომ 112–ს არ ექვემდება არც სასწრაფო, არც პოლიცია, არც სახანძრო და არის პასუხისმგებელი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე და არა უშუალოდ სამსახურის რეაგირებაზე“ - აღნიშნა გიორგი ბიჭაშვილმა და მზადყოფნა გამოთქვა რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობისათვის, რათა რეგიონებში ამ სამსახურის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდოს, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ეფექტურად მიიღოს გადაუდებელი დახმარება.

 

ამრიგად, მედიატურის ფარგლებში რეგიონალური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ 112-ის მუშაობის სპეციფიკას, მათ შორის, თუ რა სიახლე დანერგა 112-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს  შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა.


აღნიშული სერვისი მიმდინარე წლის 27 მარტს ამოქმედდა და დღეისათვის დარეგისტრირებულია 232 ყრუ და სმენადაქვეითებული პირი. როგორც „112“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ყველანაირად ცდილობენ ინფორმაცია მიაწოდონ ასეთ პირებს, რათა ყველამ შეძლოს რეგისტრაციის გავლა და ამ სერვისით სარგებლობა.  31 მაისს, პოლიციის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე, 112-ს  ექნება საკუთარი კუთხე, სადაც ეყოლებათ ჟესტური ენის სპეციალისტი და მსურველ პირებს შეეძლებათ მისი დახმარებით გაიარონ რეგისტრაცია, რათა გადაუდებელი დახმარების მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს.


აღნიშული სერვისი მიმდინარე წლის 27 მარტს ამოქმედდა და დღეისათვის დარეგისტრირებულია 232 ყრუ და სმენადაქვეითებული პირი. როგორც „112“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ყველანაირად ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ასეთ პირებს, რათა ყველამ შეძლოს რეგისტრაციის გავლა და ამ სერვისით სარგებლობა. მაგალითად, მათ 31 მაისს ისინი პოლიციის დღესთან დაკავშირებით, იქნებიან ქუთაისში და ექნებათ 112-ის  კუთხე, სადაც ეყოლებათ ჟესტური ენის სპეციალისტი, რათა ასეთმა პირებმა ადგილზე გაიარონ რეგისტრაცია ამ სერვისის მისაღებად.


ასევე, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში. ასევე,  რა ღონისძიებები ჩატარდა მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. მაგალითად, როგორიცაა სახანძრო და CO-უსაფრთხოების სერვისი – ამ დროს მონტაჟდება სპეციალური დეტქტორები, რომლებიც აფიქსირებენ პრობლემას და 112 ახდენს მაქსიმალურად მყისიერ რეაგირებას და ეს ხდება ავტომატურად. თუმცა, აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში.

 

მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები 112- ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. მედიატურის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა და შსს- 112-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეა გზირიშვილმა 112-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.

 

პაატა ცნობილაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია