დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დამოუკიდებლობის დღე საჩხერესა და ჭიათურაში
2015/05/27 22:30:49

 საჩხერეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ერთ დღეს, რამდენიმე საათიანი ინტერვალით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა  და კულტურის ცენტრში ორი კონცერტი მიეძღვნა 26 მაისის აღნიშვნას.


 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჭიათურაში აღინიშნა. თავდაპირველად, ჭიათურის მინიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, გამგებლის მოაადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.



,,
ჩვენ გვახსოვს და ვივიწყებთ ჩვენს საამაყო წარსულს და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას თავი შესწირა. ჩვენი ვალია დავაფასოთ ეს ხალხი,ისევე, როგორც გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რაც მათ მოიტანეს ჩვენამდე, რაც სოცოცხლის ფასად დაუჯდათ და მომავალ თაობას დავუტოვოთ დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა",_- განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


 

 
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა: მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ასფალტზე ხატვა, ტურნირი ჭადრაკში, გაიმართა კონცერტი ,,საქართველო, სამშობლოვ ჩემო“.


26
მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში დასრულდა, სადაც ნაჩვენები წარმოადგინეს სპექტაკლი ,,მუსუსი“.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია