დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლათინო-ამერიკული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატში ქუთაისელი მოცეკვავეები მონაწილეობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/05/14 21:57:44

15,16, 17 მაისს თბილისში, სპორტულ კომპლექს „არენა“-ზე  მსოფლიოს ღია რეიტინგული ტურნირი ტარდება ლათინო-ამერიკულ ცეკვებში.

ჩემპიონატში 30–ზე მეტი ქვეყნის მოცეკვავეები მონაწილეობენ.


იცეკვებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არმენ ცატურიანი, სვეტლანა გუდინო, სიმონე სეგატორი, ანეტ სუდოლი.


მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობენ ქუთაისის სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,ელიტა''- ს მოცეკვავეები: ბაბი სვანაძე, გიორგი კოსტავა, ნათია გობეჯიშვილი, გიორგი ადეიშვილი, ნონა ჭელიძე, საბა გრძელიძე.

სტუდია „ელიტა“-ს  ხელმძღვანელები არიან ხათუნა და ანა ბუხაიძეები.


 

წარმატებებს ვუსურვებთ ქუთაისელ მოცეკვავეებს!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია