დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელი ბავშვების დაღუპვას პედაგოგების უყურადღებობას აბრალებს და თავის 2 მილიონიან ზარალზე საუბრობს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/05/10 14:58:11

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმრო დაიწვა და სამი ბავშვის შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან. 


ცეცხლმოკიდებული სასტუმრო "არმაზიდან" პოლიციის და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სასტუმროს შენობაში გაჩენილი ხანძარი ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.
სასტუმროში მყოფი 45 ადამიანიდან 31 ბავშვი იყო.


ადგილზე მუშაობდნენ პოლიციის თანამშრომლები და სახანძრო სამსახურის 9 ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლიკვიდირებული.


 ხანძრის გამომწვევი მიზეზების დაადგენად საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


დღესვე რუსთავიდან ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები ჩავიდნენ. ისინი ბავშვების პედაგოგებსა და იმ მშობლებს, რომლებიც ბავშვებს თან ახლდათ, ადანაშაულებენ, რომ მოზარდებს შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს. 


დაღუპული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ თუ სასტუმრო "არმაზს" ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ბავშვები არ უნდა მიეღო.


ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელი  შერმადინ ართმელაძემ კი მტელ პასუხისმგებლობას ანსამბლის ხელმძღვანელობას აკისრებს:ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული, - განუცხადა სასტუმროს პატრონმა ჟურნალისტებს.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები  მისთვის უცნობია. ართმელაძე ამბობს, რომ ხანძრის დროს იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. 



მისივე განმარტებით, სასტუმროს დაწვის შედეგად 2 მილიონ ლარამდე ზარალი ნახა. სასტუმრო "არმაზი" გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი კონდენციონერიდან გაჩნდა. 


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს:

"შეუძლებელია, როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.


ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.“– აღნიშნულია პრემიერის გავრცელებულ განცხადებაში .


 

P.S. ჩვენი რედაქციაც უერთდება ამ სამგლოვიარო განცხადებებს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია