დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წესები წერეთლის უნივერსიტეტში განიხილეს
2015/05/09 14:48:17

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და ციფრული მაუწყებლობის საკითხრბზე.  ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას - მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს მისთვის სასურველი გადაცემის ყურება; ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და უფრო მეტიც - გამოიყენოს შეხსენების რეჟიმში.


სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებლებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეხვდა. დამცველის სამსახურიდან წარმოდგენილი იყო ალექსანდრე მშვილდაძე,  გიორგი ხუნდაძე, ნათია ფანგანი.


შეხვედრაზე განხილული იყო საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები, მომხმარებელთა უფლებები, საჩივრის მიმართვისთვის საჭირო ინფორმაცია,  მისი ფორმა და შინაარსი. ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე ტელევიზიების გადართვის პრინციპი და ტექნიკური მხარე. როგორ უნდა მოვემზადოთ ცვლილებისთვის და რა მოწყობილობა დაგვიჭრდება მისთვის.

 

ხალი, ციფრული ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.


რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ.


აღსანიშნავია, რომ ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იგივე ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა; იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც.



მთავარი კითხვა ამ საკითხში-როგორი ტელევიზორით მივიღებთ ციფრულ სიგნალს?


ოჯახებს , რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის  - სეთ-თოფბოქსის შეძენა (,,სეთ-თოფბოქსის" შეძენა შესაძლებელია სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში.)


ტელევიზორების შეცვლა მხოლოდ იმ მომხმარებლებს მოუწევთ,   რომელთა ტელევიზორებს არ უერთდება RCA ტიპის კაბელი.


მას, ვისაც სურს შეიძინოს თანამედროვე ტელევიზორი, რომლის ფუნქციონალი შეესაბამება საქართველოში ციფრული ტელევიზიებისთვის განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს,  დასჭირდება მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ:

1) კოაქსიალური (იგივე სპილენძის) და RCA შემაერთებელი კაბელები.

2) ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება სეთ-თოფბოქსს,  თავად სეთთოფბოქსი კი   ტელევიზორს უკავშირდება RCA შემაერთებელიკაბელით.

3) თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA, ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.   

როგორც ციფრული მაუწყებლობის სააგენტო აცხადებს, ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მათი სუბსიდირება რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, მთავრობა შეისყიდის სერთიფიცირებულ სეთ-თოფბოქსებს და საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვის-ცენტრებში გადაანაწილებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სეთ-თოფბოქსების მიტანას საცხოვრებელ ადგილზე.

ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება აუდიოაღწერილობა და სუბტიტრები.

ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თარიღის შემდეგ ქვეყნის ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები აღარ იარსებებს.

 

მარუსა ხურციძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია