დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსახლეობის ფორუმი
2015/05/07 18:25:18

2015 წლის 7 მაისს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ,,ეს მუშაობს’’ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, რიგით მესამე მოსახლეობის ფორუმი გაიმართა.

 

მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა ქუთაისში მცხოვრებმა 130 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირმა მიიღო. მათ იმსჯელეს ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ახალგაზრდულ საკითხებსა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე. განსაზღვრეს 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები.


ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილებები არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. 


ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით აპრილსა და მაისში სულ ოთხი მოსახლეობის ფორუმი გაიმართება. საერთო ჯამში მასში სულ 600–მდე ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.


 

მოსახლეობის ფორუმების საშუალებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის შეიქნა ბიუჯეტის მომზადების დემოკრატიული სისტემა და მეთოდოლოგია საბიუჯეტო თემების განხილვის პროცესებში მოქალაქეთა გასააქტიურებლად. 


პროექტს ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერია. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მხარდაჭერით. 
,,
მოსახლეობის ფორუმების’’ საშუალებით ქუთაისის მერია უკვე მეორე წელია ახდენს ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია