დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ 24 შშმ პირია დასაქმებული
2015/05/07 16:18:52

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცი, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირირაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3%-ია.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად, ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება.

 

საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირების რაოდენობა (2014 წლის ბოლო) ჯამში შეადგენს 123 722 ადამიანს, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათი რიცხვი 5 071-ით ნაკლებია და შეადგენს 118 651-. ჩვენთვის გაურკვეველი რჩება 3 თვის განმავლობაში ასეთი კლების მიზეზი.

 

დღესდღეობით შშმ პირისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 70 ან 100 ლარს, იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ სტატუსის მინიჭებისას შესაბამის პირს.

 

როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენი შშმ პირია საქართველოში დასაქმებული, ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. რაც შეეხება საჯარო სექტორს, 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი.

 

წყარო: IDFI

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია