დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი: „ჩვენ არამარტო ინფრასტრუქტურისა და კვების გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ ბაღებში“...
2015/05/07 13:36:56

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისთვის თანამედროვე მიდგომების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

 

უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგების კვალიფიკაციის და ბავშვთა აღზდის დონის ამაღლებას გადამზადების საშუალებით.

 

პროგრამების პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.

 

„ჩვენ არამარტო ინფრასტრუქტურისა და კვების გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ ბაღებში, არამედ კვალიფიციურ პედაგოგებზე და თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ატესტაციას და ვინმეს სამსახურიდან გაშვებას. ეს არის ტრენინგების კურსი, რომელსაც ყველა გაივლის.

 

ანალოგიური პრეზენტაცია ქუთაისში სკოლანდელი აღზრდის დაწესებულების მუშაკთა გადამზადების, სემინარების და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია