დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კარიერა – საფეხურებით
2015/05/05 12:03:01

„ჩემი დასაქმების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ახალი სამსახურის ძიებას დავიწყებთ – ამჯერად საბუღალტრო პროფილით“

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე  პროგრამის ფარგლებში, შშმ პირთა დასაქმების ცენტრის მეშვეობით  38  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა დაიწყო მუშაობა. მათ შორის ერთ–ერთი გოგიტა ბებიაშვილია.  რამდენიმე თვეა, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შუამდგომლობით  ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლაში დარაჯად დასაქმდა, თუმცა,  დასაქმების კონსულტანტების მუშაობა გოგიტასთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

 

გოგიტა ბებიაშვილი:  „ამ პროგრამის შესახებ  საზოგადოებრივ კოლეჯში  „იბერია“ გავიგე, დიდი მოლოდინი არ მქონია, ცდა ბედის მონახევრეა–თქო, ვიფიქრე და  სამსახურის მაძიებელ შშმ პირთა მონაცემთა ბაზაში დავრეგისტრირდი, დარეგისტრირების დღიდან  დასაქმების  კონსულტანტებს ჩემთან თანამშრომლობა არ გაუწყვეტიათ.’’

 

ისე, როგორც ყველა სხვა ბენეფიციარზე, გოგიტაზეც მომზადდა დასაქმების ინდივიდუალური გეგმა.  გაიარა პროფესიული ორიენტაციის  ტრენინგები,  კარიერის დაგეგმვის,  СV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის წერის, გასაუბრების  ტექნიკების თემაზე.


დასაქმების კონსულტანტების მიერ გაეწია დახმარება CV –ის შედგენაში.

 

გოგიტა ბებიაშვილი:  „დასაქმების ცენტრიდან მუდმივად ვიღებდი ინფორმაციას სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ,  მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა, იმის გამო,  რომ დიდი სურვილი მქონდა პროფესიულად სხვა მიმართულებითაც გავძლიერებულიყავი, რამდენიმე სრულ განაკვეთიან სამსახურზე თავად ვთქვი უარი. დასაქმების კონსულტანტებმა ჩემს კარიერულ ზრდასაც შეუწყვეს ხელი, დღეს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში (ბაფ) გავდივარ ბუღალტრულ კურსს.“

 

გოგიტა სწორედ იმ  შშმ პირთა  შორისაა, რომელმაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შუადგომლობით  მოიპოვა დაფინასება და დღეს ბუღალტერიის კურსებს გადის. 

 

„საბუღალტრო  კურსების პარალელურად,  კონსულტანტების ხელშეწყობით სკოლაში დავსაქმდი დარაჯად, კურსების დასრულების შემდეგ ჩემი დასაქმების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ახალ სამსახურის ძიებას დავიწყებთ – ამჯერად საბუღალტრო პროფილით.“ – ამბობს გოგიტა.

 

 

შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის ნოემბრიდან ხორციელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია