დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი დამანგრეველ აფეთქებას გადაურჩა
2015/05/04 14:02:20

სრულიად შესაძლებელი იყო, ორმაისობის დღესასწაული ქუთაისში გლოვის დღედ ქცეულიყო...

 

ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყინულის მოედნის წინ) ბიზნესმენ ზურაბ ფილიპიას კუთვნილებაში არსებულ ფართზე რამდენიმე ობიექტია განთავსებული: ავტოსადგომი, სადაც დგებიან ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები, ფეთქებადსაშიში თხევადი აირის გაზგასამართი სადგური და ბოლოს – აქ ერთ წელზე მეტია, რაც ყოველ დილით შემოდის უზარმაზარი ტრაილერი, მასზე განთავსებული 10-მდე ბუნებრივი აირით დატვირთული ბალონით, საიდანაც მთელი დღის მანძილზე გაზზე მომუშავე მანქანები იღებენ საწვავს.

 

1 მაისს აფეთქდა სწორედ ამ ბალონიდან ერთ-ერთი, იქედან ამოვარდნილი უზარმაზარი, ზღვის ტალღასავით ამოქროლებული ბუნებრივი აირის მასა გამაყრუებელი ხმაურით გაემართა მოპირდაპირე მხარეს მრავალსართულიანი სახლებისაკენ.

 

პანიკაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ სასწრაფოდ დაიწყო ევაკუაცია, რადგანაც ცეცხლის მცირე ნაპერწკალიც კი  საკმარისი იყო, გაზი აალებულიყო, რასაც ყველა ბალონის აფეთქება და ბინების განადგურებაც კი შეეძლო გემოეწვია. ნახევარი საათის განმავლობაში, ვიდრე  დაზიანებული ბალონი აირისაგან მთლიანად არ დაიცალა, მოსახლეობა, და შესაძლოა, მთელი უბანი და ქალაქიც დიდი საშიშროების წინაშე რჩებოდა.

 

დალი ბარაბაძე, ჟურნალისტი, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები: „მყისვე დავუკავშირდი შოთა მურღულიას და მოვახსენე ადგილზე შექმნილი სიტუაციის შესახებ. დაახლოებით ერთ საათში ტრაილერი მართლაც გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. თუმცა იქ მომუშავე პიროვნებამ მითხრა, რომ მას ისევ მოაბრუნებენ უკან. დავრეკე მერიის „ცხელ ხაზზეც“, სადაც მითხრეს, რომ ქალაქის მერი უკვე საქმის კურსშია. მოვუწოდებ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს, იხსნან ქუთაისი მოსალოდნელი უბედურებისაგან.“

 

როგორც ირკვევა, ადგილობრივები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აფრთილებდნენ ქალაქის ამჟამინდელ მერს, შოთა მურღულიას, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თხოვდნენ, მიეღო გადაწყვეტილება, დასახლებული ტერიტორიიდან ფეთქებადსაშიში გაზგასამართი სადგურის საქმიანობის აკრაძალვის შესახებ.

 

ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, ტერიტორიის მეპატრონე ზურაბ ფილიპიას 300 ლარად აქვს გაქირავებული, ხოლო თავად ტრაილერი მის საკუთრებაში არ არის.

 

ფაქტია, დასახლებულ პუნქტთან ფეთქებადსაშიში ობიექტის არსებობა, რაც არ უნდა დაცული იყოს მისი ექსპლუატაციის წესები, დანაღმულ ველეზე ცხოვრების ტოლფასია ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქუთაისელებისათვის. ისინი პრობლემის მოგვარებას და ობიექტის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ.

 

 ბაია ნანიკაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია