დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარგველაშვილმა ღარიბაშვილს უარი უთხრა – „მთავრობა ფორსმაჟორში მუშაობს"
2015/05/01 12:19:57

დღეს დილით, 10 საათზე ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებული მთავრობის შემედგენლობა დაასახელა. გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებთან ერთად, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება თავდაცვის სამინისტროსაც. ამ პოსტზე ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა. წესისამებრ, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნა. სწორედ მან უნდა წარუდგინოს განახლებული მთავრობა პარლამენტს, ამ უკანასკნელმა კი იგი უნდა დაამტკიცოს. 

 

ღარიბაშვილი ორი დღის წინ აცხადებდა, რომ სამინისტროებში ბევრი ვიზიტი იყო დაგეგმილი და ამიტომ პრეზიდენტსა და პარლამენტისგან ახალი მინისტრების უფლებამოსილების საკითხის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვდა. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მყისვე (როგორც ეს ღარიბაშვილს სურდა) არ წარუდგინა. განცხადება ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ერთი საათის წინ გააკეთა. 

 

„დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა წარმომიდგინა მე მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში. ბოლო კვირაში რაც ვნახეთ, რომ ერთი მინისტრი წინა დღეს ამბობდა არ გადავდგებიო, მეორე დღეს კი თანამდებობიდან წავიდა, მგონია არ არის სწორი. არ ვიცი რამდენად სწორია ის ვითარება, როდესაც ასეთი სიხშირით იცვლება თავდაცვის მინისტრი. ვფიქრობ, მთავრობა ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობს. სწორედ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს უნდა მივცე ერთ კვირიანი ვადა ნორმალურად შეარჩიოს მთავრობის წევრები, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას. რთული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ამიტომ მე დღეს ხელს არ ვაწერ აღნიშნულ შეთანხმებას. " - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

პრეზიდენტის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა და საზოგადოებას მოუწოდა, პატივი სცენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია