დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიზანსმიღწეული პროექტი
2015/04/28 16:31:15

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით N40 საჯარო სკოლის 7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი; „ წიგნი შენი მეგზურია, გიყვარდეს და გაუფრთხილდი !“ (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჯამბურიძე)


მოწავლეებმა ქება შეასხეს წიგნს. ისაუბრეს მსოფლიო კლასიკოსთა ბრძნულ გამონათქვამებზე. გაიხსენეს საინტერესო ამბები წიგნზე. როდის და ვინ დაბეჭდა პირველი ქართული წიგნი. სად აუგეს მკითხველს ძეგლი, ყველაზე დიდი წიგნი და ლამაზი წიგნი მსოფლიოში. როგორ გადაარჩინა წიგნმა მებრძოლი სიკვდილს ბრძოლის ველზე. წაიკითხეს მსოფლიოს გამოჩენილი პოეტების ლექსები წიგნზე.


მოსწავლე ნინო ხათრიძემ ინტერვიუ აიღო ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ქალბ. ნარგიზა ჩოგოვაძისაგან. ინტერვიუ ნაჩვენები იქნა კომპიუტერით.


პროექტი გაფორმებული იყო მუსიკალურად. წარმოადგინეს ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ნაჩვენები იყო პროექტის მსვლელობისას სლაიდები წიგნზე.
ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები , დირექცია, .ქუთაისის N14 ბიბლიოთეკის გამგე დალი ბობოხიძე და მშობლები. წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ წარიმართა და მოწონებაც დაიმსახურა. რაც იგრძნობოდა მასწავლებლების, მშობლებისა და დირექციის მიერ წარმოთქმული სიტვებიდან. 


პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება, დაახლოება და დაინტერესება. თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან.

 

პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია