დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტში „წიგნი სიყვარულია“ მე-40 საჯარო სკოლა ჩაერთო
2015/04/28 16:25:32

2015 წლის 23 აპრილს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში შედგა ააიპ აკმეს“- პრეზენტაცია. პრეზენტაცია ეძღვნებოდა წიგნის საერთაშორისო დღეს. ამავე დღეს გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა `წიგნი სიყვარულია“, რომელშიც საქართველოს 14 სკოლაა ჩართული, პროექტის ხელმძღვანელია: ქალბატონი ნათია კალანდაძე, მე-15 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

 

პროექტში „წიგნი სიყვარულიამე-40 საჯარო სკოლა ჩაერთო 2014 წლის ოქტომბრიდან.პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს წიგნის მოყვარულთა კლუბის კოორდინატორებმა, მე-9 კლასიის მოსწავლეებმა: ქრისტინე თოლორდავამ და ამირან ოქროჭელიძემ. საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარმოადგინეს მე-10-11 კლასის მოსწავლეებმა: თინათინ გოგბერაშვილმა , ლიკა ბურჯალიანმა, მურმან ხონელიძემ და თამარ გორგოძემ. მათ ისაუბრეს თავიანთი საყვარელი მწერლისა და ნაწარმოების შესახებსაპრეზენტაციოდ განხილული იქნა შემდეგი ნაწარმოებები:


პაულო კოელიო - ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი. ალქიმიკოსი -მწერალ პაულო კოელიოს 1988 წელს დაწერილი ალეგორიული რომანი. 150 ქვეყანაში გაიყიდა წიგნის 68 მილიონი ასლი, ამის გამო წიგნი ბესტსელერად მიიჩნევა. 


ალბერ კამიუ ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. „უცხო“ 1942 წელს გამოვიდა, რომელშიც მოთხრობილია ერთი მეტად უცნაური და უემოციო ადამიანის, მერსოს, თავგადასავალი.
ფრედერიკ ბეგბედერი, -ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.„99 ფრანკი“ XXI საუკუნის სარეკლამო აგენტის ცხოვრებაა. იმ პროფესიის ადამიანის, რომელიც ცდილობს პროდუქტების (ხანდახან უვარგისისაც) გასაღებას.
გაბრიელ გარსია მარკესი კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი,
მარტოობის ასი წელიწადი რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები. დღემდე რომანი 30-ზე მეტი მილიონი ასლის ოდენობით არის გაყიდული.


პრეზენტაციებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია