დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარჩინებული მოსწავლეები დირექტორმა დააჯილდოვა
2015/04/28 16:04:16

.თბილისში სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა მოსწავლეთა 69- სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსიპ .ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე მარიამ თუთისანი, რომელმაც ქართულ ენაში წარადგინა თემა: „ნეოლოგიზმები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში“ (თემის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ხაჟომია).

 

მარიამ თუთისანი სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ დააჯილდოვა პირველი ხარისხის დიპლომით, ხოლო პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმაიავნანამქართული ენის სექციაში მიღწეული წარმატებისათვის - სამახსოვრო წიგნებით.

 

არჩილ კორძაძემ ბიოლოგიაში წარადგინა თემა: „კოფეინი და მისი გავლენა თანასაზოგადოებაში გაზრდილი ვირთაგვების აგრესიულ ქცევაზე“. მოსწავლეთა 69_ სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის (ბიოლოგია) სექციაში გამარჯვებისათვის დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით (თემის ხელმძღვანელი - ბიოლოგიის მასწავლებელი ნესტან გრძელიშვილი).

 


სსიპ .ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლია კუხიანიძემ 10 კლასის მოსწავლეებს: მარიამ თუთისანსა და არჩილ კორძაძეს საქართველოს მოსწავლეთა 69_ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვება მიულოცა, სასკოლო ცხოვრებაში წინსვლა და წარმატებები უსურვა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია