დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/28 14:12:27

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენცი C ჰეპატიტის პროგრამაში რეგისტრაციის დეტალებზე ისაუბრა. 


პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.


მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში:- სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი). 


დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 


პირველ ეტაპზე პროგრამას ემსახურება 3 კლინიკა: 


1.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი(ალ.ყაზბეგის 16), 
2.„
ჰეპა" (ლუბლიანას 18/20),
3. „
ნეოლაბი"- (ნუცუბიძის . 8). 


დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის – რეგიონებშიც. 
პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. 
კომისია, რომელიც განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე, უკვე ხუთშაბათს შეიკრიბება. 


საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა და ინფორმაცია კლინიკების შესახებ განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე- WWW.MOH. GOV.GE

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია