დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი „რუსთავი 2“-ში
2015/04/27 15:49:05

2015 წლის 25 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, მოეწყო სასწავლო ვიზიტი ტელეკომპანიაში „რუსთავი 2“. ვიზიტში პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები მონაწილეობდნენ. 


„რუსთავი 2“–ში მოსწავლეებს მეგზურობა ოფისმენეჯერმა ქეთევან ბერემიძემ გაუწია. მან მოსწავლეებს „რუსთავი 2“-ის ისტორია გააცნო და ამასთანავე ყველა ის სტუდია დაათვალიერებინა, სადაც ტელეკომპანიის რეიტინგული გადაცემები „სხვა შუადღე’’, „კურიერი“, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, „პროფილი“, „იღბლიანი ბორბალი“, „ექიმები“ და სხვა მზადდება. 


კლუბის წევრები ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს შეხვდენენ და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია