დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჩერნობილის მსხვერპლი თანაქალაქელები გაიხსენეს
2015/04/27 11:35:31

ჩერნობილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალთან ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს. მემორიალთან წმინდა დოსითეოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან ის ადამინებიც მივიდნენ, რომლებიც ტრაგედიის დროს ჩერნობილში იმყოფებოდნენ.


ქუთაისიდან ტრაგედიის დროს ჩერნობილში 130 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 26 გარდაცვლილია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ მატერიალური დახმარება გადაეცემათ. მატერიალურ დახმარებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც მიიღებენ.


1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.


მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი ადამინი და კიდევ ერთი დამწვრობებით იმავე დღეს გარდაიცვალა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა დასხივების შედეგად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია