დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნომადი ბართაიას წიგნის პრეზენტაცია
2015/04/26 12:11:39

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა პოეტის, აღმოსავლეთმცოდნის, საერთაშორისო არენაზე აღიარებული მეცნიერის ნომადი ბართაიას წიგნის პრეზენტაცია. ეს გამოცემა ირანის საელჩომ დააფინანსა.

 

პრეზენტაციაზე მოწვეულმა პროფესორებმა, პოეტებმა, ქალაქის საკრებულოს წევრებმა და პოეტ-ირანისტის მეგობრებმა მაღალი შეფასება მისცეს ახალ წიგნს.

 

როგორ საღამოს ორგანიზატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლეილა ქველიძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, ბატონი ნომადის ახალი წიგნი ქართულ-ირანული ლიტერატურულ-ენობრივი ურთიერთობანი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის წარმოადგენს სულიერ საზრდოს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ამ წიგნის ელექტრონული ვერსიით ისარგებლონ.

 

პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი: ირანის საელჩო აქტიურად ეხმარება ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს. აქ წარმოდგენილია მის მიერ დაფინანსებული წიგნები. ამ წიგნების დაფინანსება მართლაც სამაგალითო საქმეა“.

 

ნომადი ბართაია: ქართველ ხალხს ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო ირანელ ხალხთან. ამ წიგნში არის დაგროვილი ჩემი წერილები, რომელიც ეხება ქართულ, ირანულ ურთიერთობებს.

 

რაც შეეხება ჩემს წიგნს, ვაპირებდი, ასი ეგზემპლარის გამოცემას, მაგრამ, საელჩოს ინიციატივით, ორასი ცალი დაიბეჭდა“.

 

 

ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნარგიზ ჩოგოვაძემ, ბატონ ნომადს დიდი მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

პრეზენტაცია წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

 

 

მარიამ ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია