დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსახლეობის ფორუმი – ერთად შევქმნათ ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი
2015/04/23 18:53:08

2015 წლის 23 აპრილს,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროექტის: ’’ეს მუშაობს’’ ფარგლებში,  გაიმართა მოსახლეობის  ფორუმი.

 

პროექტს  ქალაქ ქუთაისის მერია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს.


მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო  ქუთაისში მცხოვრებმა  115 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირმა, მათ შორის იყვნენ  დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველი,  , იძულებით გადაადგილებული პირები,  აქტიური მოქალაქეები, რომლებიც იმსჯელეს, ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ახალგაზრდულ  საკითხებსა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე.  ფორუმის მონაწილეებმა  განსაზღვრეს 2016  წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. მოსახლეობის ფორუმების საშუალებით  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის შეიქნა ბიუჯეტის მოზადების დემოკრატიული სისტემა და მეთოდოლოგია საბიუჯეტო თემების განხილვის პროცესებში  მოქალაქეთა გასააქტიურებლად. ‘’ – განაცხადა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ.


ფორუმზე მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება არსებული პრობლემების  გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ჩამოყალიბდება კონკრეტული პროექტებირომელებსაც პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო  განიხილავს და რეკომემედაციების სახით წარუდგენს  ქალაქის მერს. 

 

 

თეონა გოგიშვილი, მრჩეველთა საბჭოს  თავმჯდომარე: საბჭომ ღირსეულად უნდა  გაუწიოს  ლობირება მათ მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს, რათა მაქსიმალურად  აისახოს  მომავალი წლის ბიუჯეტში.’’

 

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით აპრილსა და მაისში სულ ოთხი მოსახლეობის ფორუმი გაიმართება. საერთო ჯამში მასში 500–მდე ქუთაისში  მცხოვრები მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

 

,,მოსახლეობის ფორუმების’’ საშუალებით ქუთაისის მერია უკვე მეორე წელია ახდენს ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებას.   ქუთაისის მერიას 8 პრიორიტეტულ პრობლემასთან დაკავშირებით  წარედგინა მოსახლეობის მიერ შემშავებული რეკომენდაციები. წარდგენილი  რეკომენდაციების უმეტესობა  გათვალისწინებულ იქნა  ქუთაისის  2015 წლის ბიუჯეტში; რეკომენდაციების შესაბამისად დაწესდა სხვადასხვა რეგულაციები ქალაქის დასუფთავების, ტრანსპორტიების, საგზაო მშენებლობების სფეროში; ‘’ – განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ.

 

2015 წელს  გაიმართა 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების შერჩევის მიზნით 6 მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, მასში 517 ქუთაისის მცხოვრები მოქალაქე მონაწილეობდა.

 

პროექტის  ,,ეს მუშაობს’’  მიზანია ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტური თანამშრომლობა. ღია დიალოგის წარმართვა და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით მოსახლეობის ჯგუფების აქტიური ჩართვა, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმარების  პროცესში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია