დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან. №36, 1-7 ოქტომბერი, 2001 წელი
გიზო კაკაურიძის გატაცებები: ქალი და მთა
2015/04/23 13:42:55

„გააცინო: მდგომარეობიდან გამოიყვანო გაჭირვებული ხალხი, ესეც გმირობაა!“

 

 

 

იზო კაკაურიS - დაიბადა 1948 წლის 9 მაისს, ხონის რაიონის სოფელ ვესიაურში, მიღებული აქვს სამსახიობო განათლება, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი მთავარი გატაცება მთა და ქალია, არ უყვარს ადამიანები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ და საპირისპიროს ამბობენ, კმაყოფილია არჩეული პროფესიით, იუმორის ნიჭი, როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან გამოჰყვა:

 

სკოლაშიც არ ვიყავი შესული, მეზობლის ქალი რომ გამოვაჯავრე პირველად. სიზმარივით მახსოვს, ერთი დაკუტული ქალი იყო და სიარულში გავცინე, მერე მეორე მივაყოლე და ა.შ. სტუმრები რომ მოვიდოდნენ, მეუბნებოდნენ: აბა, მეზობლის ქალს გასცინეო და მეც ასე მივეჩვიე არტისტობანას.

 

სკოლაში, ალბათ, ცელქი მოსწავლე იყავით...

 

 – ცელქი ვიყავი, მასწავლებლებს ვაჯავრებდი. განსაკუთრებით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, უზომოდ მაინტერესებდა რუკა, მთები მიყვარს განსაკუთრებთი, მთების სიმაღლე. თითქმის ყველა ვიცი, განსაკუთრებით-კავკასიონის.

 

        ბავშვობაში განსაკუთრებული ოცნებაც გექნებოდათ.

 

ოცნება აქვს ყველა ადამიანს. ოცნება, რომ დავუკვირდეთ, იგივე ფანტაზიის ნაყოფია. ადამიანი ყველაზე მაქსიმალურ ბედნიერებაზე ოცნებობს. მქონდეს კარგი ოჯახი, ბევრი ფულიეს ოცნება ყველა ადამიანში ზის. ბევრს ემსხვრევა ეს ოცნებები.

 

თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

 

მე ნაწილობრივ მაინც შემისრულდა: ხალხს ვუყვარვარ, ეს არის უპირველესი ბედნიერება. აბა, ფული მე არა მაქვს, მჭირდება იმდენი, რამდენიც დამაკმაყოფილებს. ხშირად ღამეები ვფიქრობ, ნეტავ, იმდენი მომცა საშუალება, ღარიბებს რომ დავეხმარო. შეიSლება, ამისთვის ვიფიქრო, რომ მქონდეს ფული.

 

პრობლემებით სავსე დღევანდელობაზე რას იტყვით?

 

სხვის მიმართ პატივისცემა ვიცით, ზედმეტად მგრSნობიარენი ვართ და ამან ზიანი მოგვიტანა. ბევრი შევითვისეთ, შევიფარეთ, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრების, გამრავლების საშუალება მივეცით, თვითგამორკვევის დროს კი აი, რა დღეში ჩაგვაგდეს. ვისაც ჩავაცვით, იმან  გვესროლა ქვა, უკუშედეგად გვიბრუნდება. საოცარი ფენომენია ჩვენი ჯილაგი, ცალკე შესასწავლი. გააჩნია შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, სიკეთე, ქართველ კაცში ცრემლი იმდენად არის მოჭარბებული, რომ სიცილს ცრემლს მოაყოლებს, და, პირიქით, ცრემლს-სიცილს. აბა, ევროპელს გაზი რომ შეაფრქვიო თვალებში, ცრემლი არ გადმოუვა.

ბევრ კარგ სიკეთესთან ერთად, ყორანივით შავი შური გვაქვს. ათასი გაკვეთილი გვანახა ისტორიამ და ჩვენ დღესაც ვერ გვისწავლია ბევრი რამ.

 

როგორი ეპოქის შვილად თვლით თავს?

 

დღეს არის წარსულის ლანღვის და წარსულის მოთხრის კომპანია, ვერ აღვიზარდეთ კარგადო და ა.შ. მე სწორადაც აღვიზარდე, ეკონომიურად ლიერი ვიყავი, თეატრში სამუშაოც მქონდა. ზოგი ლანღავს იმ დროს, სიტყვის თავისუფლება არ იყოო. რას გვალევს ახლა ეს სიტყვის თავისუფლება? დღევანდელობაზე მარტო ის არ კმარა, შვიდას-ხუთასმა კაცმა რომ შეჭამა საქართველო, ნახევარი გაქცეულია საზღვარგარეთ. ქართველი კაცი დღეს ხშირად სტუმარს ემალება, მე არ მაქვს მხედველობაში ის ხუთას-შვიდასი კაცი. ისინი დღეს სტუმრად უცხოელსაც კი დაპატიჟებენ, მაგრამ სოფელში რომ კაცი კვდება, მარჩენალი ხარი მოპარეს და შვილი ერთი თვეა, სახლიდან არის გასული საSებნად, აი, ასეთებს რა ეშველებათ? სოფლებში პირუტყვებისგან გაცალეს ადამიანები, ქალაქებში კი ადამიანებს იპარავენ.

 

დაასახელეთ თქვენი ეპოქის მანკიერი მხარეები.

 

ყველა დროს აქვს თავისი სატკივარი. ცოტა მოშვებულობა იყო, დაუდევრობა, ეროვნული მიSინების პერიოდიც იყო. პატრიოტული სული დღეს უნდა ყვიროდეს საქართველოში. ოცი წლის წინ დიდად არ იყო საჭირო ხმალი და ა.შ. მაშინ თუ შევიკრიბებოდით, სულ ფეხბურთზე ვსაუბრობდით, ახლა სულ პოლიტიკაა. ერთად მდგომი ხალხი არ გამოვდექით ქართველები.

 

ცხოვრების რომელი პერიოდი გახსენდებათ ყველაზე კარგად?

 

სტუდენტობა. ეს იყო ბედნიერების, საოცრების პერიოდი. აკაკი ვასაე, ჩემი პედაგოგი იყო, ამბობდა: ახალგაზრდობა კარგია, შვილო, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი აქვს, ისე გაგეპარება, ვერც გაიგებო.

 

ეს გაპარული დრო რომ დაგიბრუნდეთ და ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მოგეცეთ,  რას შეცვლიდით?

 

განვლილის აქედან გადახედვა, გადამოწმება ადვილია. რიბკოვი და ცვეტკოვი დღევანდელი რუკით იგებდნენ მეორე მსოფლიო ომს, სტალინს აქეთ რომ არ წაეყვანა ჯარი და ა.შ. მთავარი კი ისაა, იმ მომენტში სხვა რას გააკეთებდა, მაგალითად-ხრუშჩოვი. მეც მითქვამს ხშირად: თავიდან გამაკეთებია.

 

პროფესიას შეიცვლიდით?

 

ათჯერ რომ დავიბადო, არა. მიფიქრია, ექიმი რომ ვიყო, ალბათ, ორ დღეში დავანებებდი თავს, მაგალითად: ქირურგები, თერაპევტები რომ არიან, ეს არ არის ჩემი საქმე. დედაჩემს ჩემი ჭიპი სულ სუფრაზე აქვს დაგდებული, მეც დრო სულ სუფრასთან მაქვს გატარებული, სცენა და სუფრა.

 

ამბობენ, რომ ადამიანი არსებობის მანილზე მუდამ საკუთარი თავის Sიებაშია, თქვენ თუ იპოვეთ საკუთარი თავი?

 

მართალია, სულ რაღაცის აღმოჩენაში ხარ. გგონია, რომ იცი და ამ დროს არ იცი. მე თითქოს, ვიპოვე საკუთარი თავი, მაგრამ ვირად დამიჯდა. არსებობს მსახიობების კატეგორია, იღბლიანები, რომლებიც უცებ ხდებიან პოპულარულები. Sალიან მწამს და მჯერა ბედისწერის. მე თითქმის 30 წელი ვეSიე ეს ყველაფერი. ხელისშემწყობი, ჩემი თავის გარდა, არავინ მყოლია, ხელისშემშლელი კი მყავდა ბევრი. რომ იტყვიან, უტარო ხმალი მეჭირა ხელში, ჩემით მივაღწიე ყველაფერს, ხალხთან ყოფნით. ხალხთან ყოფნა არის ჩემი ბედნიერება, ქუთაისი არის ჩემი უსაყვარლესი ქალაქი. თბილისში რომ ჩავალ და დილიდან საღამომდე გამარჯობას არავინ მეტყვის, ავად ვხდები.

 

თქვენ და ლექსი...

 

ადრე ვწერდი ლირიულ ლექსებს, მერე სატირულში გადავედი. ლირიულს დიდი რაღაც სჭირდება, მაქვს იუმორისტულიც. ეს ურთულესი ჟანრია. თუ ოცი წლის წინ ჟესტით, მიმიკით და რაღაცნაირი სიტყვებით გააცინებდი ადამიანს, დღეს ეს ფერები ათასჯერ მეტია საჭირო, დღევანდელ მაყურებელს ამით ვერ შეSრავ, მან ათასი ფილმი ნახა, ათასი რაღაც, ამიტომ ფეთქებადი თუ არაა მასალა, მოგცილდება. რეალობა უნდა გააშარჟო, ზუსტად იგივე სიმართლე რომ უთხრა, მაყურებელი ავად გახდება და წავა. ის მტკივნეული ცხოვრების დეტალები ისეთი ხერხით უნდა დაუდო, რომ მისთვის საინტერესო იყოს ან იუმორით, რომ გააცინო.

 

თვითონ თქვენ რამ შეილება გაგახაროთ დღეს არსებული პრობლემების ფონზე?

 

რა გამახარებს და ის, აფხაზეთი და სამაჩაბლო თუ დაგვიბრუნდება. ქართველი კაცი სოხუმში და გაგრაში რომ ვერ ჩახვალ, მაშინ რა გემღერება, რა გექეიფება, მერე მინდა, რომ ამდენი ისტორია რომ გვაქვს გავლილი, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, გავიტანოთ მსოფლიოში ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი სილამაზე გავაცნოთ მსოფლიოს და დავამკვიდროთ.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ათი-ოცი წლის მერე?

 

დღეს საშიშროებაა, მგონია, მართლდება ნოსტრადამუსის სიტყვები. ის, რაც ამერიკასა და ისლამს შორის ხდება, დამაფიქრებელია. საჭიროა შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, თუ არა და შეიSლება, დედამიწა დამარცხდეს. მე გენიოსი არა ვარ, მე მსახიობი ვარ, მაგრამ ამას ვხედავ.

 

თქვენ ბრSანდებით „მხიარული მატარებლის“ მთავარი მემანქანე...

 

-1996 წელს გამიჩნდა აზრი, გამეკეთებინა სატირული თეატრი, მომეSებნა ჩემი ჭკუის ადამიანები, მე როგორიც მჭირდებოდა. დღეს არის შვიდი კაცი ჩემს გვერდით, ესენია: ნინო ეჯიბია, გიზო ღელეყვა, გოჩა ნემსიწვერიSე, გოჩა ნიკოლაე, მარინე ტყაბლაე, ჯემალ ჩხეიე, ლევან გაბრიჩიე. მაისში გარდაგვეცვალა ნიჭიერი ოპერატორი ნიკო გერაე, რომელიც იყო საოცრად მიამიტი, გულისხმიერი, ერთგული, დღე არ გავა, რომ არ მოვიგონოთ.

 

„ეკიპაჟის“ წევრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

 

„მხიარულ მატარებელს“ ჩვენს მეორე ოჯახს ვეSახით. უმეტეს დროს ერთად ვატარებთ. ხშირად ვკამათობთ. ვქმნი რაღაც ჩონჩხს და ხორცს ესენი ასხამენ. ხშირად რამეს ვერ ვაკეთებთ და ვიტყვით: თავი დავანებოთო, ისეთი დეტალი გამოჩნდება, ისეთი შტრიხი, რომ ის ყველაზე კარგი გამოდის მერე.

 

ჩვენს რუბრიკას ავტოგრაფი ჰქვია... როგორი ავტოგრაფი დაგიტოვათ დრომ?

 

მე დროის კმაყოფილი ვარ. მომავალზე ზოგჯერ კრიტიკულს ვიტყვი რამეს და მეუბნებიან: ნუ პესიმიზმობო. ბოლშევიზმი, პესიმიზმი, ეს იზმები ბევრია, მე  რეალობის აღქმა მიყვარს. დრო არ დაწყებულა, არც დამთავრდება. საათი ადამიანმა მოიგონა, თვითონ ადამიანი ეჭიდავება ამ საათს კიდევ. რომ ვთქვა, ხვალიდან ბედნიერ, აყვავებულ საქართველოში ვიცხოვრებთ-მეთქი, ამით საკუთარ თავსაც მოვატყუებ და მკითხველსაც. ევროპაო რომ ვიახით, ევროპისგან ორი რამ უნდა ვისწავლოთ: შრომის ფასი და დროის ფასი. აბა, მამათმავალი და ყურსაკიდებიანი კაცი მე არ მინდა. ახლა დაიწყეს ევროპული სუფრები, უცხოელი რომ მოდის, მას შენი, ეროვნული უნდა დაახვედრო. სუფრაზეც და სცენიდანაც ამას ვეჩიჩინები ახალგაზრდობას. ზოგიერთი ყბადაღებული ვაი ქართველი დადგება და ილანAღება და ამით ქართველობას ლაფს ასხამს. ქართველის ბუნებაში არ დევს ლანSღვა. ჯერ შენი უნდა შეიყვარო და მერე ეცი პატივი სხვას. დღეს მომრავლდნენ ჩვენში სექსოპათოლოგები, მორფინისტები, ეს ავადმყოფობაა და ჭირია ჩვენი. კანონი არ კანონობს ჩვენს ქვეყანაში. ამ არეულობისგან და დაუდევრობისგან ზოგი იღუპება მთლიანად, ზოგი გარბის და ტოვებს საქართველოს. ამ არეულობის, დაულაგებლობის, შურის შედეგად მიმაჩნია დავით ყიფიანი, რომელმაც გული დამწყვიტა ალიან. ის ამ დაუდევრობის მსხვერპლი გახდა.

 

ცხოვრებას თუ მოუწყვია თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი, ან პირიქით.

 

მთელი ჩემი ცხოვრება კურიოზია. კურიოზის მეტი არაფერი მაქვს.

 

იქნებ, რომელიმე მათგანი გაიხსენოთ?

 

ბევრჯერ დამირეკავს სხვისი ხმით. ერთხელ თემურ შაშიაშვილს დავურეკე ზურაბ ქაფიანიის ხმით და 50 წელი მივულოცე:

 

„წუხელის მთვარე იმგვარად იდგა,

 

ცა წითლად იყო განათებული,

 

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

 

დაურქმევიათ, თურმე, თემური“.

 

მეუბნება: „ო, გმადლობთ, ბატონო ზურაბ, გმადლობთ. თუ ჩამოხვიდეთ, ბაგრატზე ვართო.“ „ბაგრატის მადლი შეგწეოდეთ, მაგრამ პარლამენტის საქმეებით ვარ დაკავებული“-მეთქი, ვუთხარი. მერე ავედი ბაგრატზე, ვნახე თემური ჯინსებში, ქვებს დაათრევდა (შაბათობა იყო!), ავთანდილ ნიკოლეიშვილი ედგა გვერდით, ჩვენი რექტორი. რომ დამინახა, მითხრა: იცი, ვინ დამირეკა ახლაო? ქაფიანიეს ხომ არ დაურეკავს-მეთქი?  დაეჭვდა, საიდან იციო? კი ვფიქრობდი, ეს გიზო არ იყოსო. ერთხელ ოტიათიც ვცადე, მაგრამ თავიდან ჩემი ხმით დამცდა და მიმიხვდა. გოგი ქავთარაეც მოვატყუე ასე.

 

ჩვენს პრეზიდენტსაც ხომ არ ბაავთ ხმით?

 

(ე. შევარდნაის ხმით) დროის დეფიციტის გამო ვერ გავჩერდები მოქალაქეთა კავშირში; ეს უბრალო გზა არ არის, ეს აბრეშუმის გზაა (იცინის).

 

 

***

ხიარული მატარებლისთვის“, თურმე, გამორჩეული თვეა თებერვალი: „1996 წლის თებერვალში დაგვაარსეს, 1999 წელს გაგვარცვეს, 2001 წლის თებერვალში დაგვწვეს“,-ამბობს მთავარი მემანქანე. ამასთან, იმედი აქვს, რომ სამი თებერვალი გასულია და აწი აღმავლობა დაიწყება. ისევ მემანქანეს რაც შეეხება, არ არის კომფლიქტური. ერთადერთი, რამაც შეილება, გააღიზიანოს, არის უშუქობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მთებთან: „მთაში რომ ვარ, სულ გალაკტიონის სიტყვები მახსენდება: „არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი“, მთაში ათასგვარი ფანტაზიები მომდის, ვითომ იქ დევები ცხოვრობენ და ა.შ.“ და ქართველ ქალთან: „ქართველი ქალის სილამაზე არის ჩემთვის ყველაფერი. მისი ნაკვთები, სახე, ხმა, გარეგნობა“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს„მხიარული მატარებელი“ სეზონს საირმეში დახურავს.

 

ბატონი გიზო ჯემალ ბაღაშვილთან უკვე მესამედ არის მიწვეული იუმორინაზე: „ბრწყინვალედ მიიღო მაყურებელმა ჩემი გამოსვლა. ოთხიდან თოთხმეტ ოქტომბრამდე ვიმუშავებ თბილისში“.

 

ლევან სანიკიეს, საირმეში შეხვედრის დროს, ბატონი გიზოსთვის უთქვამს: „გააცინო, მდგომარეობიდან გამოიყვანო გაჭირვებული ხალხი, ესეც გმირობააო.“

 

მართლაც.

 

 

თამარ გუჩუა

 

 

გაზეთ „P.S“-ის არქივიდან. “36,  1-7 ოქტომბერი, 2001 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია