დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედამიწის დღეს პარლამენტთან ნერგები დაირგო
2015/04/22 18:27:42

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქცია ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოეწყო. ხეები ახალგაზრდებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც დარგეს. 


22 აპრილი, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.


ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია