დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერილები მარო მაყაშვილს
2015/04/22 10:09:36

2015 წლის 21 აპრილს, ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში, სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის“ ფარგლებში, კონკურსის „წერილები მარო მაყაშვილს“ შემაჯამებელი, ფინალური ეტაპი გაიმართა

 


კონკურსი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა  სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული იმერეთის საჯარო სკოლების მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა.

 
სპეციალურად ფინალური ეტაპისთვის შეირჩა ჟიურის წევრებიქუთაისის №30  საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი მიხეილ გიორგაძე, ტელეკომპანია „მეგა TV-ის  წამყვანი მარიტა ტყეშელაშვილი და ახალგაზრდა პოეტი სალომე კერესელიძე.

 

ფინალურ ეტაპში 15  მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი წერილები, ლექსები, რომელიც მარო მაყაშვილს მიუძღვნეს.

 

ჟიურიმ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილზე ქუთაისის მე–6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი  ტერეზა მამრიკიშვილი გავიდა, მეორე ადგილი ა(ა)იპ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრს  თეკლა გოგოლაძეს ხვდა წილად,  ხოლო მესამე ადგილიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის „ოცნება“ კლუბის წევრს ვერიკო ნიჟარაძეს.  გამარჯვებულებს საჩურები და დიპლომები გადაეცათ, ასევე დიპლომი მიიღო კონკურსის ყველა მონაწილემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია