დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ონლაინ შეხვედრა ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლაში
2015/04/22 10:05:50

2015 წლის 21 აპრილს,  სამოქალაქო განათლების პროგრამის  „მომავლის თაობა“  ფარგლებში,  ქ.ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბმა  „ჰუმანისტები“  წარმატებით ითანამშრომლეს  ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა მაია ქობალიამ  ონლაინ შეხვედრა მოაწყო კლუბის წევრებთან. ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული პრეზენტაციაში, რომელიც ქალბატონმა მაიამ წარმოადგინა, მოცემული იყო როგორც სტატისტიკა,  ასევე უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი  საშუალებები.

 

მოსწავლეებმა ასევე ნახეს 5-წუთიანი ფილმი, თუ  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს , როცა საჭესთან ნასვამი მძღოლია.  ასევე –  ცნობილი მომღერლის, მებოს ვიდეომიმართვა.

 

მიუხედავად  სკაიპ–ჩართვისა, შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, კლუბის  წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს  ქალბატონმა  მაიამ ამომწურავად უპასუხა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია