დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქვს თუ არა პირადი ინტერესი პარკირების მოსაკრებელში ქუთაისის მერს და რა კავშირშია ის ორჯერ ჩაშლილ აუქციონთან?
2015/04/20 18:44:56

ქუთაისში პარკირების აუქციონი მეორედ ჩაიშალა. ამ დროს ქალაქში არსებულ ყველა პარკირების ადგილიდან დღემდე იკრიბება თანხა. ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ გამოცხადებული ტენდერის ჩატარების შემდეგ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, აუქციონი კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელება. კერძოდ, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ტენდერი მიზანმიმართულად ჩაშაიშალა ქუთაისის მერის ინტერესების გამო.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გოქაძე შოთა მურღულიას მიერ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება. შოთა მურღულია ქალაქში პარკირების აუქციონთან მიმართებაში გია გოქაძის ინტერესებზე ალაპარაკდა. „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი გია გოქაძე კი მის ბრალდებებს ასე პასუხობს: „შოთა მურღულიას ტვრიონშიგამოსვლისას, ეყო სითავხედე განაცხადა, გია გოქაძის .. შესაძლო ინტერესებზე პარკირების ადგილებთან დაკავშირებით. შოთა მურღულიას სითავხედეს და უუნარობას დაემატა მისი და მისი გუნდის წევრების ინტერესი .. შავ ფულთან დაკავშირებით, რაც პარკირების მოსაკრებელს უკავშირდება. სად მიდის ეს პარკირებიდან აკრეფილი უკონტროლო ფული დღეს, თუ არა მერის და მისი გარემოცვის ჯიბეში?“

 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას აქვს პირადი ინტერესი პარკირების საქმეში. ამის დასტურია ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და ამ საქმის გაჯანჯლება მისი მმართველობის პერიოდში.

 

დემოკრატიულ ქვეყნებში ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და უკონტროლო შავი ფულის მასა, გახდებოდა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყისი.“- აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“.

 

ქალაქში არსებულ 274 პარკირების ადგილზე მერიამ აუქციონი ერთ ლოტად მეორედ გამოაცხადა. ლოტის ღირებულება 660 000 ლარი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსაკრებლის მომგროვებელ ფირმებსა და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიდი ხანია, ვადა გაუვიდა, ამ დროისათვის ქალაქში პარკირების ადგილებიდან თანხის მოკრება არ შეწყვეტილა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია