დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საწარმოების დასათვალიერებლად მედიატური კახეთიდან დაიწყო
2015/04/20 12:30:34

19-20 აპრილს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საზოგადოების მაღალი  ინტერესის გათვალისწინებით, განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოების მოსანახულებლად, კახეთის რეგიონში მედიატური გამართა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჟურნალისტებმა კახეთში დაფინანსებული 42 ახალი საწარმოდან, ლოტოტრონის პრინციპით, თავად შეარჩიეს მოსანახულებელი საწარმოები.

„ვიწყებთ მედიატურს. პირველი რეგიონი გახლავთ კახეთი, სადაც 36-ის ნაცვლად, უკვე 42 საწარმოს ნახვის საშუალება მოგვეცა. ლოტოტრონის პრინციპით შევარჩიეთ 8 საწარმო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადობას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ როგორი საწარმოები შეიქმნა სახელმწიფოს ხელშეწყობით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე შპსნინოწმინდა1" დაათვალიერეს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული 250 000 აშშ დოლარის სესხით მეფრინველეობის ფერმა აშენდა. ფერმა თვეში 150 000 ცალ კვერცხს აწარმოებს, ხოლო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ამჟამად საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმო ფართოვდება და, შესაბამისად, 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ჟურნალისტები გურჯაანში შპსქართული ხილის" კომპანიაშიც იმყოფებოდნენ. ეს არის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც წლიურად 200 ტონა მარცვლეულის შენახვაც არის შესაძლებელი. გადამამუშავებელ საწარმოში პირველად ელოდებიან ატმის სეზონს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. 

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ყვარელში შპსშალოშვილის მარანი" და გურჯაანში, სოფელ ველისციხეში შპსკახური ტრადიციული მეღვინეობა" მოინახულეს. შალოშვილის მარანი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 200 000 აშშ დოლარის კრედიტით დაფინანსდა, რითაც ქარხანამ  გადამამუშავებელი დანადგარები - ღვინის გამაციებელი დანადგარი, ცისტერნა, ღვინის ფილტრაციის სისტემა შეიძინა.  ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე იზრდება. წელიწადში 100-120 ტონა ღვინის წარმოება და რუსეთში ექსპორტი იგეგმება.  რაც შეეხება შპსკახურ ტრადიციულ მეღვინეობას", შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული 600 000 აშშ დოლარის დახმარებით აშენდა ღვინის საწარმო, რომელიც წელიწადში  4500 ტონა ღვინოს აწარმოებს. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის.

 

აგროწარმოების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, არაერთი პროექტი (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებლი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“) ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 119 ახალი საწარმო, ჯამში, განხორციელებული ინვესტიცია  100 მილიონ 800 ათას აშშ დოლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, დაახლოებით, 3700 -ს შეადგენს.  გაფართოვდა 600-ზე მეტი საწარმო და საერთო ჯამში შექმნილია 10 ათასამდე სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, დაფინანსებულია 42 ახალი საწარმო, დასაქმდა 1025 ადამიანი, განხორციელდა  39 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: 16 ღვინის წარმოება, 7 მესაქონლეობა, 7 სასაწყობო მეურნეობა, 3 მეფრინველეობა, 2 ცხვრის მოშენება, 2 ხილის გადამუშავება, 1 მეღორეობა, 1 ცხოველის საკვების წარმოება, 1 მუხის კასრების წარმოება  და 1 სასათბურე მეურნეობა.

 

მედიატურში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელიძე და ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია