დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ არ ვართ ქურდები და არც ნაქურდალის მიმთვისებლები“
2015/04/17 14:32:42

დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯომარემ, გია გოქაძემ, ბრიფინგი გამართა. გოქაძე ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით ქალაქში დაწყებულ ხელმოწერების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნების მოთხოვნა არალეგიტიმურია.

 

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფუნქციონირება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ იქნა შეწყვეტილი ქ. ბათუმში. ამიტომ, მოძრაობა უნდა დაიწყოს არა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისთვის, არამედ ბათუმში დაბრუნებისთვის. ჩვენ არ ვართ ქურდები და არც ნაქურდალის მიმთვისებლები.“ – აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე.

 

გოქაძე ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებს, სადაც ღიად დაფიქსირდება პოზიცია ქუთაისში პარლამენტის არსებობასთან დაკავშირებით.

 

„ქუთაისის საკრებულომ უნდა იფიქროს არა რა მარკის, ან ფერის ავტომობილი შეუძინოს საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ როგორ აღდგეს პარლამენტის სრული ფუნქციონირება ქალაქ ქუთაისში“.– მიიჩნევს საკრებულოს ყოფილი წევრი.

 

გია გოქაძე ამბობს, რომ აუცილებელია ბათუმს დაუბრუნდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხოლო ქუთაისს – საქართველოს პარლამენტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია