დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოჯახი საფლავის და მიცვალებულების დაბრუნებას ითხოვს
2015/04/15 16:35:15

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის დირექტორმა, სულხან ქობულაძემ და ინეზა კაზმაჩოვამ ბრიფინგი გამართეს.  ბრიფინგზე ინეზა კაჩმაზოვამ მოითხოვა სამართლიანობის აღდგენა და მისი ოჯისთვის კანონიერად კუთვნილი სასაფლაო ადგილის დაბრუნება.

 

ბრიფინგზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, 1988 წელს კაჩმაზოვების ოჯახს მამა გარდაეცვალა. მათ შეიძინეს კანონის მიხედვით მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, წყალტუბოს გზაზე, რისი დამადასტურებელი ყველა საბუთი გააჩნია. ამის შემდეგ კაჩმაზოვს გარდაეცვალა დედა და მისი დასაფლავებაც იგივე სასაფლაოზე მოხდა. ამის ნებართვაც ხელზე აქვთ.

 

2012 წელს კაჩმაზოვი გავიდა საფლავის გასაწმენდა, რადგანაც აღდგომა ახლოვდებოდა. მისდა გასაოცრად, მისი მშობლების სასაფლაოზე უცხო მამაკაცი სურათი შენიშნა, ახლადგათხრილი საფლავის კვალიც.

 

კაჩმაზოვმა მიმართა ქუთაისის მერიის შესაბამის უწყებას, იფიქრა, გაუგებრობააო. წარმოადგინა სასაფლაოს საბუთები. რამდენიმე თვის შემდეგ კი უთხრეს, რომ სადაც უნდოდა, იქ ეჩივლა.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის დასაწყისში შპს-ს „ქართული ტრადიციები-2011 მიმართა მოქალაქე თულოშვლმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას გარდაეცვალა მამა და მოითხოვა დასაფლავების ნებართვა. მოთხოვეს საბუთი, მან კი განაცხადა, რომ საბუთები დაეკარგა, თუმცა იცის, სადაა მისი ოჯახის კუთვნილი სასაფლაო, სადაც მისი მცირეწლოვანი შვილია დასაფლავებული. თულოშვილს დააწერიეს განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ თუ ის ყუილს იტყოდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემოდა. ამის შედეგ მას მიცეს მამის დასაფლავების უფლება კაჩმაზოვების სასაფლაოს კუთვნილ ადგილას.

 

კაჩმაზოვმა მიმართა პოლიციას, სადაც თითქოსდა დაიწყეს მოკვლევა და მასალები სასამართლოსაც გადასცეს. 2014 წელს სასამართლოს პირველმა სტანციამ საფლავი თულოშვილს მიაკუთვნა.

 

სასამართლოზე გაირკვა, რომ თულოშვილებს შვილი 1992 წელს გარდაეცვალათ და სამ თვეში ბაღდაის რაიონში გადაასვენეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კაჩმაზოვმა  სასაფლაო კანონის სრული დაცვით შეიძინა 1988 წელს და იმავე დროს დაასაფლავა მამა. ამის შემდეგ დაასაფლავა დედა _ 2003 წელს, რა დროსაც ისევ აიღო დასაფლავების ნებართვა. კაჩმაზოვმა ახალგაზრდა იურისტებს მოამზადები სარჩელი შემდეგ დისტანციაში გასაჩივრებისთვის, მაგრამ ვეღარ შეძლო მისი ჩაბარება სასამართლოში, რადგან ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. ოჯახი იძულებული შეიქმნა, ხელახლა ეყიდა სასაფლაო.

 

 

ინეზა კაჩმაზოვამ პროკურატურაში შეიანა საჩივარი, სადაც მოითხოვს ობიექტურ გამოძიებას, ჩატარდეს ექსპერტიზა სალავებზე, სადაც მისი დედამთილ-მამამთილია დასაფლავებული. თუმცა ოჯახი ფიქრობს, რომ მამამთლის ნეშ, დიდი ალბათობით, აღარ იყოს საფლავში, რადგანაც იმ ადგილზე დასაფლავებულია თულოშვილების მამა. ისინი თვლიან, რომ სწორედ ეს გახდა დანაშაულის დამალვის მოტივი, რომელშიც ჩართული ყვნენ მესაფლავეები და იმ დროინდელი შპს-ს ქართული ტრადიციები-2011“-ის უფროსი ზვიად ბეშკენაძე, რომელიც დღეს უნივერსიტეტის პროფესორია.

 

კაჩმაზოვების ოჯახი უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრება, თუ გამოძიება სამართლიანად არ ჩატარდება. ოჯახი სვამს კითხვას, თუ მთელი ოჯახი შეიშალა და 24 წელი სხვის საფლავზე მიდიოდნენ და აღდგომას კვერცხს აგორებდნენ, მაშინ სად არის მათი მიცვალებულები დასაფლავებული?

 

ოჯახი ითხოვს მიცვალებულების დაბრუნებას, რომლებიც მათ წაართვეს.

 

როგორც სულხან ქობულაძე აცხადება, გამოსავალი არის ობიექტურ გამოძიებაში,რომელიც ფარდას ახდის ყველაფერს, მათ შორის უფროსის და მესაფლავეების ტყუილებს, რომლებსაც არ ახსოვთ, ვითომ 2003 წელს დასაფლავებული მიცვალებული და ახსოვთ 1992 წელს დასაფლავებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ტრადიციები-2011“-ის უფროსი ზვიად ბეშკენაძე, აღნიშნული დავის სასამართლოში გადაწყვეტას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ბრიფინგის გამართვას აზრი არ აქვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია