დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"კალა" - გემრიელი და მარტივი ნამცხვრები
2015/04/15 14:12:17
ინგრედიენტები:
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი 1 ჭიქა
კვერცხი 4
ვანილი

 

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ ვანილი და ფქვილი. მიიღებთ თხევად ცომს. 
ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. გაახურეთ საცხობი ფართო ტაფაც, მოუსვით ცხიმი და კოვზით დაასხით ცომი, ერთმანეთისგან საკმაო მოშორებით. გამოაცხვეთ დაახლოებით 5 წუთი.  ბისკვიტების ნაპირები კარგად უნდა შეწითლდეს.



გამოიღეთ და ფრთხილად აიღეთ ტაფიდან. მაშინვე, ცხელი შემოახვიეთ კონუსურ ყალიბს (შეგილიათ თავადაც გააკეთოთ სქელი მუყაოსგან). თუ გაცივდა, ბისკვიტი ფორმას აღარ შეიცვლის.
ყვავილს რომ მეტად დაემსგავსოს, გულში მოხარშული კრემი ან დაშაქრული ხილის ნაჭერი ჩაუდეთ.

 

წყარო: http://www.gemrielia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია