დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო“ და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან (VIDEO)
2015/04/15 11:33:50

შეუძლებელია, ბოლო დღეებში  მედიაში გავრცელებულმა ვიდეოებმა, რომელზეც სირიელი ბავშვები დახმარებას მთელ მსოფლიოს სთხოვენ, ადამიანის ფსიქიკაზე არ იმოქმედოს. კადრები საქართველოშიც აღწეკენ. ასირიელების სულიერი მამა, მამა სერაფიმე, ამ კადრებს იქაური თანამოძმეებისგან იღებს ერთადერთი თხოვნით, გაავრცელოს ისინი, რათა მსოფლიომ ხმა აიმაღლოს „ისლამური სახელმწიფოს“, ISIS-ის წინააღმდეგ, მათი უმოწყალო, არაადამიანური ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ...

 

დაუფარავად, ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” მის მიერ ერაყისა და სირიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადის უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ - მასობრივად და საჯაროდ სიკვდილით სჯის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ტერორისტების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები, როგორებიცაა ქრისტიანები, შიიტები, ალავიტები, იეზიდები და ეთნიკური ქურთები.

 

 

ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” (ISIS) ასევე მიზანმიმართულად ანადგურებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძველეს და უნიკალურ ნიმუშებსა და ძეგლებს.

 

რაც ყველაზე სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის შესუსტების ფონზე ხდება ისლამისტი ფუნდამენტალისტების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვნების რეკრუტირება. „ისლამური სახელწიფოს“ მოწოდებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართელოს 100-მდე მოქალაქეა ჩაბმული ომში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით. რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოდა სკოლის მერხიდან მიდიან (თუ მიჰყავთ) ამ ომში. რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზღვარი გადალახა ორმა პანკისელმა მოზარდმა: 18 წლის რამაზ ბაღაკაშვილმა და 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა. ისინი უკვე იწონებენ თავს „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის წინ გადაღებულ ფოტოზე. 

 

გკშინ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა გაუდგა გზას ომისაკენ... 

 

 

რას წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS)

 

ტელეკომნა სი-ენ-ენ-ის მიერ თითქმის ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღწერილია „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბების ისტორია და მიზნები. როგორც ჩანს, ფუნდამენტალისტი ისლამისტების მიზნები შორსმიმავალია და მათ წინააღმდეგ მსოფლიოს თანამეგობრობას ეფექტური ბრძოლის იარაღი, ჯერჯერობით, არ გააჩნია.

 

 

ტერორისტული ორგანიზაცია: მიზნები და შეფასებები

(წყარო : CNN)

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად „ისლამური სახელმწიფო (ISIS)„  გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნია და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა. ისლამური სახელმწიფო, სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციაა ერაყსა და სირიაში. ისინი აკონტროლებენ ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებსა და დასახლებულ პუქნტებს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, პალესტინა, იორდანია, ისრაელი, კვიპროსი და სამხრეთ თურქეთი. კვირის დასაწყისში გავრცელდა ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერის განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ისინი ჯიჰადამდე ჯორჯ ბუშის 2003 წელს ერაყში შესვლამ მიიყვანა.ამერიკელებმა ბიძგი მისცეს მათ გაეკონტროლებინათ არაბული სახელმწიფოები და აერჩიათ კონტროლის ასეთი ფორმა. ეს ორგანიზაცია, ოფიციალური ცნობით, ერაყში ალქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფებიდან განვითარდა. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ისლამისტების გაძლიერება დროთა განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი ამერიკას გამოეპარა.

10743127_863085423722735_737593420_o

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულების შესახებ, 29 გვერდიანი ანგარიში გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა და გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიამ გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით: აგვისტოს თვეში ისლამისტმა ექსპტემისტებმა ერაყის ნინევიის რეგიონიდან 450-500-მდე ქალი მოიტაცეს, რომელთაგან უმეტესობა არასრულწლოვანია, მათი ძირითადი ნაწილი სირიაში გადაიყვანეს, სადაც ჯილდოს სახით ისლამისტ მეომრებს გადასცეს. გაეროს ანგარიში ერაყის მთავრობის მხრიდან სუნიტ მუსლიმთა სოფლების საჰაერო დაბომბვასაც ეხმიანება.

6090DF473F1A5FF8D6C2762FC323DA6E42535939AD2C20F59FCD1FA4AC43A26D

ანგარიშის ცნობებით, 9 თვის განმავლობაში მინიმუმ 9,347 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 17, 386 დაიჭრა, 2 მილიონამდე ერაყელმა კი საკუთარი სახლი დატოვა.  აღნიშნული ანგარიში დაახლოებით, რამდენიმე ასეულ ინტერვიუს ეყრდნობა, რომლებშიც დეტალურადაა განხილული ექსპტემისტების მიერ ერაყელი პოლიციელების, სამხედროებისა და ჟურნალისტების მოკვლისა და წამების ინფორმაცია. ისლამისტმა მეომრებმა ქრისტიანების, იეზიდებისა და შიიტი მუსლიმების მიმართ, ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.

10748929_863085410389403_475207387_n

აშშ ცდილობს მაქსიმალურად მეტი მოკავშირე შეიძინოს ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ. „CNN”ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უკვე შესთავაზეს ამერიკას ერთობლივი საჰაერო იერიშების განხორციელება, ავსტრალია ჯარისკაცების გადასაგზავნად არის მზად, თუმცა ჯერ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას არ გემავს. თავდაპირველად, ქვეყანა რეგიონში 600 ჯარისკაცსა და რვა საბრძოლო თვითმფრინავს გააგზავნის. რუსეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას წლებია ბლოკავს, განაცხადა, რომ სირიაში ამერიკის მიერ საჰაერო იერიშების დაწყება, საერთაშორისო მანდატისა და ბაჰარ ალ -ასადის თანხმობის გარეშე აგრესიის გამოვლინებად ჩაითვლება.

lavrov-i-Keriოქტომბრის შუა რიცხვებში, პარიზში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ.შეხვედრის შემდეგ, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გარკვეული დოზით ჩვენთან ითანამშრომლოს “დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ ლავროვს შევთავაზე აქტიური თანამშრომლობა დაზვერვის სამსახურებს შორის ისლამურ სახელმწოფოსა და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გარშემო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის თქმით კი – „არის საკითხები, რომელთა თაობაზე ჩვენი აზრები იყოფა და ისინი კარგად არის ცნობილი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მზად ვართ ვითანამშრომლოთ აშშსთან“.

პარალელურად, პაკისტანში გავლენიანმა სასულიერო პირებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გმობენ ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებას. სასულიერო პირები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა პაკისტანის ისლამისტებშიც მოძებნონ ახალი მებრძოლები. სასულიერო პირთა საბჭო აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებს ერაყსა და სირიაში, არღვევს ისლამურ სწავლებებს. „ ისლამმა და მუსლიმებმა არ შეიძლება მხარი დაუჭრონ უდანაშაულო ხალხის ხოცვას და მათი საკუთრების განადგურებას,“  - ნათქვამია განცხადებაში.

10751955_863085377056073_171794656_n

საბჭო, მუსლიმური ქვეყნების ახალგაზრდებს მოუწოდებს თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი ძალადობრივი ჯგუფისგან, რომელიც არღვევს ისლამის და წინასწარმეტყველ მუჰამედის სწავლებებს.  პაკისტანში, უკვე წლებია, მწვავე პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ისლამისტი ტერორისტების მიერ მოწყობილი სისხლიანი თავდასხმები. ცნობილია თალიბანის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსიც, ისინი  მზად არიან  „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად მებრძოლები გააგზავნონ.

დასავლელი ექსპერტების აზრით, 2011 წელს ერაყიდან აშშ-ს ძალების გამოსვლამდე დაიწყო „სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება. იგი სუნიტ მუსლიმებს მთავრობის წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში აქეზებდა. დღეს ორგანიზაციას სირიაში 50 ათასი და ერაყში კი 30 ათასი მებრძოლი ჰყავს, ოქტომბრის ბოლოსთვის “CNN“-ის ცნობით მათ, ათი ათასი მებრძოლი შეემატა. ცნობილია ტერორისტული ორგანიზაციის მიზნები – იგი სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და ერაყის რელიგიური ნიშნით დაყოფას, საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, სიმდიდრისა და ტერიტორიების მოსაპოვებლად იყენებს.  ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის ერთ-ერთი მონაწილე დევიდ კილქული ამბობს, რომ – „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი მასშტაბებით სიმდიდრით, სამხედრო შესაძლებობებითა და ტერიტორიებზე კონტროლით ალ-ქაიდაც კი გადაფარეს.

_73205156_6b83ca3c-bf81-43e0-beb2-c503274e87e2

ექსპერტები აზრით, სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,„ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერენ დასავლეთის წინააღმდეგ ისეთი რადიკალური  ტერორისტულ ორგანიზაციებ, როგორიცაა   აზიაში –  „ისლამური სახელმწიფო ( ISIS) “ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია: მიზნები და შეფასებებდა “აბუ საიაფი” და აფრიკაში “ბოკო ჰარამი”.

N1413633024929007საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომელიც ამერიკის დაზვერვამ წარმოადგინა. დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღე ნავთობის გაყიდვისგან 3 მილიონ დოლარს იღებს, ეს კი ნიშნავს, რომ იგი ისტორიაში ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა. ამასთანავე ორგანიზაციას მილიონობით დოლარი აქვთ გამოძალული ადამიანების გატაცებით.

დაჯგუფება სირიასა და ერაყში ნავთობის  11 საბადოს აკონტროლებს. აქ მოპოვებული ნავთობი კი, თურქეთის,  იორდანიისა და ერაყის შავ ბაზარზე ხვდება. ”AP”-ის ცნობით, ”ისლამური სახელმწიფო” ერთ ბარელ ნავთობს 25-60 დოლარად ყიდის, მაშინ როდესაც ერთი ბარელი ”შავი ოქროს” საბაზრო ფასი 100 დოლარზე მეტია.

идилამერიკის დაზვერვის შეფასებით, ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურება ამერიკის ავიაციას თავისუფლად შეუძლია, თუმცა აღნიშნულს, შესაძლოა, სამოქალაქო მსხვერპლიც მოჰყვეს. ჰეზბოლას მაგალითზე, ეს ორგანიზაციაც სირიასა და ერაყში ადგილობრივ მთავრობებს ქმნის და სახელმწიფო ფუნქციებს ითვისებს (ისევე როგორც ჰეზბოლა ლიბანში).

ამერიკის დაზვერვის გამოქვეყნებულ მონაცემებში საუბარია იმაზეც, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს ლეგიტიმურ მმართველად ჩამოყალიბებას. ისინი აგროვებენ გადასახადებს, ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევენ, ამუშავებენ საცხობებსა და მაღაზებს. აწარმოებენ სასამართლო მოსმენებს, მართავენ საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ სამსახურებს. დაზვერვაში ამბობენ, რომ დასავლეთის მიერ დაწყებული, თუნდაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია ვერ შეძლებს აღადგინოს ერაყისა და სირიის სახელმწიფოები.  მათი აზრით, ყველაზე ოპტიმალური შედეგი კონფლიქტის გაყინვა და ათწლეულების მანძილზე „ქაოსის კონტროლია“.

 

 

 


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია