რაოდენ მომხიბლავიც არ უნდა იყოს კარგი ქართული ეროვნული საქმის კეთების იდეა, რაც არ უნდა გამეტებით ყიდულობდე მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციას, მაინც გინდა ადამიანს საერთო საქმეში შენი წვლილის ციფრებში დანახვა. დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე მყიდველს ციფრებში დაგანახო „რა სარგებლობა მოაქვს მამალს“ …
დავუშვათ ხელში გიჭირავს 1 ლარი და გინდა გადაწყვიტო ქართულ პროდუქტში დახარჯო თუ იმპორტირებულში; მაგალითად სნიკერსი იყიდო, თუ ბარამბოს შოკოლადი. მოდით დავთვალოთ რომლის ყიდვას როგორი ეფექტი აქვს.
ნახე ცხრილი …
დასკვნები
დასკვნა [1]: თუ იმ 1 ლარს დახარჯავ სნიკერსში [მარცხენა სვეტი], სამი შესყიდვის რაუნდის შედეგად შენი და სხვათა [ვინც იმპორტულს ყიდულობს] „დამსახურებით“ ჯამში ქვეყნიდან უმალ გაიწრიტება 0,99 ლარი, ხოლო ქვეყანაში კი მხოლოდ 0,25 ლარის დოვლათი „შეიქმნება“;
დასკვნა [2]: თუ იმ 1 ლარს დახარჯავ ბარამბოს შოკოლადში [მარჯვენა სვეტი], 10 შესყიდვის რაუნდის შედეგად შენი და სხვათა [ვინც ქართულს ყიდულობს] „დამსახურებით“ ჯამში ქვეყნიდან გაიწრიტება სულ რაღაც 0,89 ლარი, ხოლო ქვეყანაში 3,58 ლარის დოვლათი შეიქმნება, დარჩება, იმოძრავებს და „იბარტყებს“ კიდეც;
მთავარი დასკვნა: დღეში რამოდენიმეჯერ, თუნდაც 1 [ერთი] ლარის დახარჯვის მყიდველობითი გადაწყვეტილების მიღებისას შენს ხელშია ორი მნიშვნელოვანი ალტერნატივა: 1) იყიდო იმპორტული და ქვეყნის ეკონომიკაში პოტენციურად 25 თეთრის დოვლათი შექმნა, ან 2) იყიდო ქართული წარმოების პროდუქტი და ქვეყნის ეკონომიკაში პოტენციურად 15-ჯერ მეტი [3,58 ლარი] დოვლათის შექმნას შეუწყო ხელი;
ეფექტი?
როგორ აძლიერებს ეს „ლარიანი გადაწყვეტილება“ ქართულ სახელმწიფოს? როცა ქვეყანაში ფული რჩება, არ გაიწრიტება და თან მოძრაობს, ბიუჯეტში შესული მეტი გადასახადით, განვითარებული ინფრასტრუქტურით, სოციალური პროგრამების დაფინანსებით, ეროვნული ვალუტის გაძლიერებით და ა.შ. ქვეყანა ძლიერება, მისი ეკონომიკა იზრდება და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტიციების და ა.შ. მრავალი კუთხით.
როგორ აძლიერებს ეს „ლარიანი გადაწყვეტილება“ ქართულ ბიზნესს? როცა ქართული ბიზნესის წარმოებული პროდუქცია იყიდება, ბაზარი ვითარდება, ბიზნესი ვითარდება, ხარისხს აუმჯობესებს, ასორტიმენტს ზრდის, ექსპორტს ზრდის, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას იწვევს, მეტი ამ ქვეყნის მოქალაქე იღებს მეტ შემოსავალს, ბიზნესის თავისუფლების ხარისხს ზრდის, რაც ყოველმხრივ დადებითი მოვლენაა. აღარ ვსაუბრობ ბიზნესებს შორის გაზრდილ კონკურენციაზე, რომელიც ფასებს ავტომატურად ჩამოსწევს ქვემოთ.
როგორ აისახება ეს „ლარიანი გადაწყვეტილება“ კონკრეტულად შენზე? როცა ძლიერ ქვეყანაში და მზარდ ეკონომიკაში ცხოვრობ, როცა შემოსავალი გეზრდება, როცა ბიზნესის დაწყება თამამად შეგიძლია იმიტომ რომ გარემო მხარს გიჭერს, როცა ახლობლებისათვის მეტის გაკეთება შეგიძლია, როცა ქვეყნიდან ხალხი კი არ გარბის, არამედ უკან ბრუნდება, განა ამაზე კარგი შენთვის რა შეიძლება იყოს?
მეგა დასკვნა: საქართველოს ყველა მოქალაქემ დღეში 1 ლარი რომ გადაამისამართოს [ანუ იმპორტულის ყიდვას აპირებდა და ქართული იყიდა], წელიწადში ეს 1,000,000,000 [მილიარდი] აშშ დოლარზე მეტის გადამისამართება გამოვა, რაც დამატებით 4,000,000,000 მილიარდ აშშ დოლარამდე დოვლათს შექმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე წელიწადში ჩვენი მოხუცების მოსავლელად რიგში დადგებიან ბერძენი, ესპანელი, ამერიკელი, თურქი და ა.შ. ქალბატონები!
იბერიის გაბრწყინება მხოლოდ მითი არ არის ჩემი კარგებო! იგი რეალურად “ლარიანის გადამისამართებით” იწყება!
წყარო: http://kar.ge/