დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაცხრილა თუ არა საჩხერის პოლიციის უფროსმა შენობა?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/11 11:37:51

 

მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საჩხერის პოლიციის უფროსმა სიმთვრალის დროს პოლიციის შენობა დაცხრილა, არ დადასტურდა.


ჩვენ მოვახერხეთ საჩხერის პოლიციის შენობის გადაღება და ნატყვიარის კვალი არსად აღინიშნება.


საჩხერის პოლიციის უფროსმა ასევე უარყო საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, მანანა კობახიძის, ნათესაობა (რევაზ კობახიძე წარმოშობით ჭიათურიდანაა, ხოლო მანანა კობახიძე საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ჩაეწერა 2012 წელს).


გავესაუბრეთ საჩხერის მოსახლეობას, რომლებმაც არ დაადასტურეს საჩხერის პოლიციის შენობიდან სროლის შემთხვევა (მათ არ გაუგონიათ სროლის ხმა საჩხერის პოლიციის შენობიდან არასოდეს).


 

ერთმა საჩხერელმა, რომელმაც ჩვენთან სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ პოლიციის უფროსი არ სვამს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და გამორიცხული იყო, მას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რაიმე მოემოქმედებინა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია