დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აღდგომა წითელ პარასკევს გაგვითენეს“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/04/10 21:32:45

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ემიგრაციული გაერთიანება „თვისტომი“ პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო აქციებს როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე _საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. მორიგი აქცია „თვისტომელებმა“ ჭიათურელი შეჭირვებულებისათვის გამართეს.

 

ჭიათურაში უმწეოთა სასადილო 145 ბენეფიციარს ემსახურება.  მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ კვებას, რომელიც ყოველკვირეულად ერთი და იმავე მენიუთი განისაზღვრება, ზოგჯერ შემოწირულობით ამრაველფეროვნებენ. არიან ბენეფიციარები, რომლებსაც ძალიან უყვართ ტკბილეული, რომელიც დოგმატური მენიუთი არ არის გათვალისწინებული.

 

ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულით 145 ბენეფიციარისთვის სააღდგომოდ, 10 აპრილს, სასაჩუქრე პაკეტი გამზადდა. პაკეტში შედიოდა 2 პასკა, შოკოლადი, კვერცხი, შუშხუნა სასმელი და  რულეტი.

 

„თვისტომმა“ ჭიათურელ ბენეფიციარებთანდაკავშირება ყოფილი ემიგრანტის, ინა ასანიძის, დახმარებით შეძლო.

 

ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლის, ირინა მიქაბერიძის, თქმით, ქართველმა ემიგრანტებმა ინა ასანიძის თხოვნით შეაგროვეს თანხა და საქართველოში გადმორიცხეს: „ეს თანხა დიდი არ არის, მაგრამ 145 ბენეფიციარისთვის საკმარისი იქნება, რომ სააღდგომოდ სუფრა გაილამაზონ, თამ მათ შორის 30 მცირეწლოვანი ყოფილა.“

 

 

 ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ბენეფიციარს, ნაზი კაპანაძეს, რომელმაც რამდენიმე სიტყვით მადლობა გადაუხადა ირინა მიქაბერიძესა და მის მეგობრებს: წითელ პარასკევს გაგვითენეს აღდგომა ემიგრანტებმა, მადლობა ამის გამო მათ და ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, როლებმაც გაგვიხსენეს და საჩუქრებით გაგავახარეს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია