დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიას პანდუსი მიუშენეს (FOTO)
2015/04/07 15:56:03

ქუთაისის თვითმმართველობის შენობას პანდუსი უკვე აქვს.

 

მერიის შენობაზე ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდუსი დამონტაჟდა. ამ დრომდე შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ იყო. ახალი პანდუსი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ შშმ პირებთან ერთად გახსნა. ეტლით მოსარგებლეებს უკვე აქვთ საშუალება, შენობაში დახმარების გარეშე შემოვიდნენ. ქუთაისში ბოლო პერიოდში სულ 6 პანდუსი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჯეტში 28 000 ლარი იქნა გათვალისწინებული.

 

„ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით. პანდუსი კიდევ რამდენიმე ადგილზე მოეწყო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ქუთაისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ისევ გაგრძელდება“. - აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია