დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეონა ბაღდავაძის ბლოგი
პიარი სახლის პირობებში
2015/04/07 15:36:35

იმ ტოტს ვიჭრი რომელზეც ვზივარ, იმ შარავანდენს ვიხსნი, რომელსაც ამდენი ხანი თავს მეხვია , ხეზე აძრომას გასწავლით   საკუთარ პანდორას ყუთს ვხსნი და სათიათაოდ ვიღებ მასში დამალულ ყველა ნივთს.

მოკლედ , გადავწყვიტე მოგიყვეთ, როგორ შეიძლება გაკეთდეს პიარი ჩვენ, პიარშიკების გარეშე  „ სახლის პირობებში“.

პიარის სახლის პირობეში გამოცხობის რეცეპტი   ასეთია  : ვიღებთ პროდუქტს, წვრილად დავჭრით ხალხს,   ვურევთ ადგილს, გემოვნებით ვამატებთ ფასს და გაზქურაში შედგმამდე, ორი წუთით ადრე ვამატებთ პრომოუშენს, ეს არის სწორედ სახლის პირობებში პიარის მომზადება, გემრიელი ნამცხვარი 5P .

რა თქმა უნდა არსებობს, უფრო კონსერვატიული მიდგომები, რომელსაც 4P-ს ეძახიან, თუმცა თუ თქვენ გინდათ, რომ საკუთარი ძალიებით  გამომცხვარი პიარის კარგი გამოგივიდეთ, მაშინ 5P-ს რეცეპტს უფრო გირჩევდით.

მოკლედ მე მინდა გაგიზიაროთ ის რჩევები, რომელიც შეიძლება გამოადგეთ იმისათვის, რომ თქვენი სტარტაპის , არასამთავრობო ორგანიზაციის იმიჯი , რეპუტაცია და საზოგადოების ინტერესი მიქსიმალურად გაზარდოთ , თან ის რომ ამისათვის  მხოლოდ ხელმისაწვდომი ინგრედიენტები გამოიყენოთ.

რა თქმა უნდა,  კერძის მომზადებამდე აუცილებლად საგულდაგულოდ  შეამოწმეთ ის ჭურჭელი, რომელშიც პიარის მომზადებას აპირებთ, რამდენად  სუფთაა, ან ნახვრეტები ხომ არ აქვს, მოკლედ კარგად შეამოწმეთ ის გარემო სადაც აპირებთ მუშაობას, განსაკუთრებით ის კომპონენტები, რომელსაც თქვენს რეპუტაციაზე შეიძლება დიდი გავლენა ქონდეს.

პირველი ინგრედიენტი :

პროდუქტი – რა არის უნიკალური თქვენს პროდუქტში, იდეაში, სტარტაპში, არასამთავრობოში, რომლის გულისთვისაც თქვენ მზად ხართ, რომ საკმაოდ მაღალკონკურენტულ გარემოში იბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე ისე რომ დაიკავოთ თქვენი ადგილი.

რით არ გავს ის მილიონობოთ სხვა პროდუქტს,რომელიც თქვენს კატეგორიაში არსებობს და ხშირ შემთხვევაში მათ ავტორებს არც კი წარმოუდგენიათ რომ თქვენ მათ კონკურენტობაზე ფიქრობთ.

რა არის ის ძირითადი თვისებები ან შემადგნელობა, რომელიც თქვენს პროდუქტს სასარგებლოს ხდის და იმის ღირს ხდის, რომ დღის შუქი იხილოს.

აინტერესებთ ადამიანებს თქვენი პროდუქტის შესახებ მოსმენა, თუ ფეისბუქზე ნანახ პოსტებზე გადააქვთ საუბარი.

ისაუბრეთ ბევრი თქვენს ინიციატივაზე( თუმცა რა თქმა უნდა საავტორო უფლებები გაითვალისწინეთ ) ,იკითხეთ აზრი მის შესხებ , აუცილებლად მოისმინეთ როგორც პოზიტიური ასე კრიტიკული შეფასებები, იმისათვის რომ თქვენი პროდუქტი გახადოთ მაქსიმალურად მიმზიდველი იმ ადამიანებისათვის რომელთათვისაც ამას ქმნით .

ინგრედიენტი ნომერი ორი :

მომხმარებელი - ვისთვის არის ეს პროდუქტი განკუთვნილი ? ყველასათვის… ეს პასუხი არ არის სწორი ( ეტალონში რო კაცი გამოდის, იმის ხმით წაიკითხეთ რა) , თუ რა თქმა უნდა მანაქანა არ გამოიგონეთ, რომელიც ფულს ჭრის და მერე მისი გაყიდვა არ გადაწყვიტეთ .

კარგია თუ თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს თქვენი   მომხმარებელი, რა ცხოვრების სტილი, ცხოვრებისეული საჭიროებები, გემოვნება და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე ექნება.

წარმატებული  წამოწყებების დიდი ნაწილი , ცხოვრებისეული სიტუაციებზე დაკვირვებით წარმოიშვა, როდესაც მოხერხებული გამომგონებლები ხვდებოდნენ, თუ რა სჭირდებოდათ ადამიანებს კონკრეტულ სიტუაციაში.

მეორე ნაწილი წარმატებული გამოგონებისა, რა თქმა უნდა,  გიჟურ იდეებთან არის დაკავშირებული, ვინ წარმოიდეგენდა, თუ ადამიანები საკუთარი ნებით გაამჟღავნებდნენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც დღეს ჩვენ ფეისბუქს ვაწვდით.

იცნობდეთ თქვენს პოტენციურ მომხარებელს, ერთს მაინც , რომელიც გულწრფელად გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც თქვენს მიერ შექმნილი სიახლესთან ურთიერთობისას მიიღო, ეს არასრული ფოკუს ჯგუფის გარდა, WOM (ამ შემთხვევაში Word of Mouth ) ის გადასარევი წყაროა,ჩვენ ყველას გვიყვარს როდესაც აზრს გვეკითხებიან, განსაკუთრებით ამ აზრს თუ   ითვალისწინებენ.

ინგრედიენტი ნომერი სამი :

ადგილი - საჭირო დრო დ ადგილის თემა ჩემზე კარგად იცით, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიჭირს წარმოვიდგინოთ ისეთი ადგილები, სადაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ.

ხშირად მსმენია, საქართველოში გადაწყვეტილებებს სუფრასთან იღებენო, ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი, ტერმინი ლობიზმი, ლობის/ ფოეში მიღებულ გადაწყვეტილებებს გულისხმობს, ასე რომ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ადამიანს დადებითი წარმოდგენა შეექმნას თქვენს პროდუქტზე. თუმცა არსებობს  გამოუვალი მდგომარეობისათვის შექმნილი პროდუქტები, მაგალითად გასაბერი კამერა, რომელიც თვითმფრინავის საავარიო დაშვებისას შეიძლება გამოგვადგეს, თუმცა არ მგონია, მისი არსებობა ადამიანებში დადებით  ემოციებს  იწვევდეს

შეარჩიეთ ადგილი, სადაც თქვნი პროდუქტი არ დაიკარგება უამრავ სხვა პროდუქტს შორის, მაგალითად მიართვით ყავა სპექტაკლზე  ანტრაქტის დროს ან მობილური სილამაზის სალონი, რომელიც ქალბატონებს სამუშაო ადგილიდან გაუსველად მოემსახურება.

ინგრედიენტი ნომერი  ოთხი :                 

„ აზრშემომქმედნი „  Opinion Makers ,ადამიანები ვისი აზრიც, გემოვნებაც, აზროვნება და მანერები საინტერესოა თქვენი აუდიტორიისათვის. რა თქმა უნდა, თუ სიმებიანე საკრავებისათვის ხემების წარმოების ინოვაციურ მეთოდს მიაგენით, მაშინ თქვენს საქმოანობაზე ცნობილი ბაიკერი დიდ გავლენას ვერ ახდენს. Opinion Maker უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს, ერკვეოდეს იმ საკითხში, რომლის ირგვლივაც შეიქმნა თქვენი პროდუქტი და გავლენას ახდენდეს ადამიანების გადაწყვეტილებებეზე.

ეს საქმე მარტივი არ არის , განსაკუთრებით საქართველოში, როდესაც ადამიანების პირადი ცხოვრება და მათი კარიერია ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთს, და ე.წ სელებრითების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში კრიტიკის საყვარელი ობიექტები ხდებიან, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა და Opinion Makerების არჩევა საკმაოდ  საფრთხილო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი არის უცნობი და მისი რეპუტაცია ჯერ არც ისე მყარია.

 

დანარჩენი ინგრედიენტები საიდუმლოა, იმიტომ კი არა, რომ არ მინდა ხეზე აძვრომა გასწავლოთ, უბრალოდ იმიტომ რომ ის ერთი მთავარი ინგრედიენტი,რაც ჩვენს პიარ სტრატეგიას განსხვავებულს, ბუნებრივს და წარმატებულს, დიდი ხნის მუშაობის და გარემოზე დაკვირვების შედეგია. ასე რომ დააკვირდით იმ იმპულსებს რომელსა გარემო გიგზავნით, იყავით მაქსიმალურად ობიექტური საკუთარი წამოწყების ანალიზისას და დარწმუნებული ვარ,  ყველაფერი გამოგიგვათ.

 

წყარო: http://wom.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია