დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაია მიმინოშვილმა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით მასწავლებლის შეფასების დეტალებზე ისაუბრა
2015/04/06 17:34:32

 

„არც ერთმა პედაგოგმა არ უნდა იფიქროს, რომ მის გაკვეთილს მოულოდნელად გადაიღებენ“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში, მასწავლებელთა საკლასო დაკვირვების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

ვიდეოგაკვეთილით პედაგოგის შეფასება ნებაყოფლობითია და წინასწარ იქნება შეთანხმებული პედაგოგთან.


„მასწავლებელთა საკლასო დაკვირვების ნაწილი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახაი სქემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შესაძლოა, ძალიან კარგი ფიზიკოსი იყო მაგრამ გაკვეთილი ვერ ჩაატარო. მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვების საშუალება, რომელზეც ჩვენ შევჯერდით, ეს არის ვიდეოგაკვეთილი. ჩანაწერი, რომელსაც წინასწარ მომზადებული ექსპერტები შეაფასებენ. მაგრამ ჩვენ ეს პროცესი ასე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც მივა სრულიად მოულოდნელად პედაგოგთან, გადაიღებს გაკვეთილს და წამოვა. ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება. შესაძლოა, ძალიან კარგი პედაგოგი იყოს, მაგრამ ერთი გაკვეთილი არ გამოუვიდე ისეთი, როგორიც მას სურდა და ეს ბუნებრივია“,-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


მისი თქმით, გაკვეთილის ჩაწერა სკოლაში არსებულ შესაბამის ოთახში განხორციელდება, რომელიც ვიდეოტექნიკით იქნება აღჭურვილი. გაკვეთილების ჩატარების განრიგს კი, პედაგოგებთან შეთანხმებით, თავად სკოლის დირექცია შეადგენს.


„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ინტერვალით 10 დღის ან ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე გაკვეთილის ჩაწერა ხდება. შემდეგ უკვე პედაგოგი თავად ნახულობს ამ გაკვეთილების ჩანაწერებს და თავადვე იღებს გადაწყვეტილებას, ამ ათი დღის განმავლობაში რაც ჩაიწერა, რომელ გაკვეთილს გააგზავნის შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ შესაფასებლად მხოლოდ ერთი გაკვეთილი არ იგზავნება, შეუძლია 2 და 3 გაკვეთილი ამოარჩიოს. რაც მთავარია, არ იქნება მხოლოდ ჩანაწერის შეფასება, პედაგოგმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგაკვეთილო გეგმა და ე.წ რეფლექსის დოკუმენტი – ანუ დოკუმენტი, სადაც ის აღწერს, რომ – მე მქონდა საგაკვეთილო გეგმა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ეს გეგმა ბოლომდე ვერ შევასრულე. რაღაცის ვერ მოსწრება ბუნებრივია, რადგან გაკვეთილი ცოცხალი პროცესია“,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.


სქემით გათვალისწინებული გარე დაკვირვების ნაწილის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება. იქამდე კი, პედაგოგებს საშუალება აქვთ, ე.წ მუშა ვიდეოგაკვეთილების შექმნისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს.

 

წყარო: http://edu.aris.ge/news/maia-miminoshvilma-videogakvetilis-meshveobit-maswavleblis-shefasebis-detalebze-isaubra.html


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია