დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/05 15:39:41

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღებას ეხმაურება.


"გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისთვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა.

 

ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია