დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვითარება საგანგაშოა... “- რაზე მიუთითებს სახალხო დამცველი დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში
2015/04/01 16:34:10

საქართველოს სახალხო დამცველმა გუშინ პარლამენტს გასული წლის ანგარიში წარუდნიგა. ამასთან დაკავშირებით დღეს უჩა ნანუაშვილმა პრესკონფერეცია გამართა და მედიას ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ზოგადად გააცნო.

 

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში გასულ წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და ტენდენციები. ასევე არის საუბარი ამ კუთხით ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ქვეყანაში.

 

სხვა მრავალ საკითხთან ერთად ანგარშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2014 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დასაშვებად მიჩნეული, რაც საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია და მეტყველებს ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე. 

 

 

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია.

 

დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, .. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა .. „კაბელების საქმისთვისსაიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.

 

ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. პრობლემას წარმოადგენს განათლების დაბალი ხარისხი, პედაგოგთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, ინკლუზიური განათლების არასათანადო დანერგვა და ფიზიკური გარემოს უხარისხო ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არსებობს აღსაზრდელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, განათლების უფლების სათანადოდ განხორციელების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემებიკვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.

 

 

გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პირებს შეეზღუდათ მიმოსვლის თავისუფლება, როგორც საქართველოში შემომსვლელ უცხოელ მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. აღნიშნულ შემთხვევებში სახალხო დამცველმა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი უწყებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია შემოსვლაგასვლაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

ანგარიშის სირული ვერსია იხილეთ აქ

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია