დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიჭი, რომელმაც შვაინშტაიგერს “დაუჩოქა”, საჯარო ბოდიშს იხდის?
2015/04/01 02:41:07

ლევან სურამელაშვილი, რომელმაც გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს “დაუჩოქა”, საჯარო ბოდიშის მოხდის თხოვნით ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.


“ბოდიში ორგანიზატორებს, ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდში 1997-წლიანებში, ვიყავი ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც, უზომოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მსურდა, რაღაც ფორმით ახლოს ვყოფილიყავი საფეხბურთო სამყაროსთან.

 

რეკომენდაცია გამიწიეს მამუკა კვარაცხელიასთან ამ მატჩისთვის მედია-მოხალისეობაზე, მან შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, ჩამიტარა გასაუბრება, მომცა რამდენიმე დავალება, რაც შევეცადე კარგად შემესრულებინა. სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა ფოტოგრაფების ზონის შემომსაზღვრელი თოკის დაჭერა 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე.

 

თავიდან ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციას, შემდეგ კი ვერ გავუძელი ემოციებს და მივიჭერი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან შვაინშტაიგერთან, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე.

 

ძალიან განვიცდი, რომ ვერ შევასრულე დაკისრებული მოვალეობა და ვთხოვ პატიებას ბატონ მამუკას, ჩემს კოლეგებს და მატჩის ორგანიზატორებს. მე ქართველი ვარ და გულშიც არ გამივლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა!”,- ნათქვამია წერილში

 

wyaro:  http://primetimenews.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98/

 

ზემოთაღნიშნული წერილის გავრცელების შემდეგ, ლევან სურამელაშვილს კიდევ ერთი განმარტების გაკეტება მოუწია, რადგან მისი ბოდიშის ადრესატი საზოგადოება არ ყოფილა. გთავაზობთ ლევანის განმარტებას:

"მედიაში ჩემი ბოდიში არასწორედ გაშუქდა, ასეთი სათაურით "გულშემატკივრის ბოდიში საზოგადოებას", სინამდვილეში მე ბოდიში ორგანიზატორებს მოვუხადე, შექმნილი უხერხულობისათვის & არა საქართველოს, ვთვლი რომ საბოდიშო არფერი გამიკეთებია"

 

P.S. რაც ამ ახალგაზრდას გაუკეთა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩემი აზრით, ეს არის კლასიკური ტერორიზმის მაგალითი. სანამ ბოდიში არ მოახდევინეს , არ მოისვენეს, იმდენი ლანძღეს გულწრფელი ემოციისთვის. ლამის სამშობლოს ღალატი დააბრალეს!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია