დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო
2015/03/31 13:11:26

პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა პარლამენტში ამ წუთებში დაიწყო. 

 

სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ისტორიაში 31 მარტთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი თარიღი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 31 მარტს არის დაბადებული საქართველოს  პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ხოლო 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა საყოველთაო რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

 

პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად ქუთაისში ჩავიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს წევრები. საკუთარი ინიციატივით ესწრებიან სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დარბაზში იმყოფებიან თითქმის სრული შემადგენლობით პარლამენტის ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები. რაც შეეხება უმრავლესობას. მათმა ნაწილმა დღეს პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად ჩამოსვლა ვერ შეჰძლო.

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვას პარლამენტში არ უსმენენ მთავრობის წევრები. დარბაზში არცერთი მინისტრი არ იმყოფება.

 

შეგახსნებთ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ანგარიშვაილებულია პარლამენტის წინაშე და მან წელიწადში ერთხელ სიტყვით უნდა მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია