დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯონი გიგანი: უდესიანმა მესროლა და არცკი დამკითხეს! ალბათ, მეც გამაგორებენ!
2015/03/31 10:35:20

"როგორც ბესო ხარძიანის ოჯახი, მეც ვფიქრობ, რომ ბესოს მკვლელობა სასამართლო პროცესებს უკავშირდება"- ასეთი კომენტარი გააკეთა "აიპრესთან" ბიზნესმენმა ჯონი გიგანმა, რომელიც ხარძიანის მეგობარი და წლების წინ, ბიზნესპარტნიორი იყო.

 

ჯონი გიგანის თქმით, ბესო ხარძიანს სასამართლო დავა ბიზნესწილების გადანაწილებაზე კი არა, წართმეული ქონების დაბრუნებაზე ჰქონდა.

"მას წამალი ჩაუგდეს, ჩაუყარეს, წლები ვიმუშავეთ ერთად და ერთხელაც არ შემიმჩნევიარომ ნარკოტიკების მომხმარებელი ყოფილიყო. ის წამალს არასდროს გაკარებია... ძალით დაალევინეს, მერე ციხეში ცემით კლავდნენ. ტერორით გადააფორმებინეს ქონება...

ციხიდან რომ გამოვიდა, წართმეულ ბიზნესს სასამართლოს გზით იბრუნებდა. პირველი სასამართლო პროცესი მოიგო. სასამართლოში რატომ გაბედე ჩივილიო და მოკლეს. რაც ახლა საქართველოში ხდებაეს კატასტროფაა."

_ თუ გქონიათ ბესო ხარძიანთან მის მიერ სასამართლოში შეტანილ საჩივარზე საუბარი?

როცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, მითხრა: არ შემიძლია გაჩერება. იმდენად გამაწვალეს და გმაწბილეს ციხეში, ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვყავდით ჯონი,  სასამართლოში და პროკურატურაშიც არ წავიდეო?! მეც ვერ ვუთხარი ვერაფერი.

_ ბესო ხარძიანის და, მკვლელობის შემკვეთად გია უდესიანს ასახელებს. თქვენც რას იტყვით?

_ გია უდესიანი....ჯერჯერობით ეჭვი ოჯახს მასზე აქვს, 99 % მეც ასე ვფიქრობ.

ადამიანი, რომელიც ქონების გამო , ფულის გამო ადამიანს გაიმეტებს, ის ყველაფრის ჩამდენია. მას სვანეთში გავლილი  არ აქვს,  არ იცის წესი. ჩემს კუთხეში არასდროს  შერჩენიათ ქონების წართმევა ვინმეს. არც უდესიანმა, არც პეტრიაშვილმა, არც პავლიაშვილმა, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ  წართმეული ქონება შერჩება. რადგან ეს არ ეხება მარტო ერთ კაცს. ეს არის ოჯახი, ნათესავები, გლობალური ინტერესი.

ჩემი აზრით,  ვინც უდესიანს ხელს აფარებს, ვინც ფული აიღო, იმათ დღეში ჩემი მტერი იყოს. საცოდავები, ვინც ასეთ უბედურ კაცს ხელს აფარებს. ისინი უდესიანზე ორჯერ არაკაცები არიან.

_ თქვენ თვლით, რომ ეს უდესიანის გაკეთებულია?

_ მე არ ვთვლი. ვეთანხმები ოჯახს, რომელიც 100%  სწორს იძახის. მე 99% -ით ვეთანხმები. მეტი რა უნდა მოხდეს, ადამინი დღისით, მზისით მოკლეს. შეშინებული ჰყავს ოჯახი. როცა ციხეში იყო ძმა შეუშინეს, მოკლეს ცემით და ახლა თვითონ მოკლეს.

ჩემის აზრით რასაც იძახიან იქ...  მისი ძმა  არაფრის მქნელი არ არის. ა, კაცურად ასეა, თუნდაც  ასე რომ დაწეროთ...

_ შეიძლება ძმამ ვერ გასცეს პასუხი, მაგრამ არსებობს კანონი.

_ კარგი რა, ისეთი ჭორი დადის, ფულის დალაგებაში გადაიხადა 20 მილიონიო. ქვეყანა მაგას ჭორაობს, ესთვითონ უდესიანის „ნაბლატავებია“.

თქვენ თუ დაგკითხათ პროკურატურამ?

_ პროკურატურმ  დამკითხა კი არა, უდესიანმა თავის დროზე მესროლა, განცხადება შევიტანე პროკურატურაში. გარეწარმა ნაცვლიშვილმა და კბილაშვილმა ერთხელაც არ დამიძახეს დაკითხვაზე. ნაცვლიშვილი როგორ შეიძლება რამეს გააკარო,  მაიმუნი ტო... და ის არჩილ კბილაშვილი ბლუყუნა.

მომისმინე, ეს ხარძიანის კი არა ჩემს ამბავს გიყვებით. მე რომ მესროლა უდესიანმა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ჯგუფმა, რომლებიც ახლა არიან და ჩვენ, ოცნების ხალხს გვაქვს პრეტენზია, პირველ რიგში  უღალატეს ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მინდა ვთქვა, რომ ნაცების დროს, არავის ხმა არ ამოუღია, როგორც მე და ჩემმა ოჯახმა გავაკეთეთ, მაგრამ არცერთი ჩემი  საქმე გამოძიებული არ არის.

_ თქვენ აზრით, რა არის ამის მიზეზი?

რა არის მიზეზი და „მაყუთები“ აიღეს. საქმეც კი არ არის აღძრული.

რაც ვიცის ისიც საკმარისია სრული ეჭვი შემექმნას იმისთვის, რომ დღეს უდესიანს დღევანდელი მთავრობის ჩინოვნიკები კრიშობენ. ამის თქმის საფუძველი მაქვს.

რაც მან (უდესიანმა ავტ.)„იბლატავა“, მე საქმე დალაგებული მაქვს, ყველაფერი ზუსტად მიდის...  თავი დავანებოთ იმას, რომ ბესო ხარძიანს ესროლა. მე რომ მესროლა 3 მეტრიდან და შუბლთან ამაცდინა, ამაზე რატომ არ აღიძრა საქმე?! მე ნაცვლიშვილს დავურეკე, მაგრამ ეს ნაძირალა არ შემხვდა

_ ბადაშვილს თუ შეხვდით?

_ იმაზე მეტი რა უნდა მექნა, განცხადება დავწერე, მივიტანე პროკურატურაში, მესროლეს და მკლავდნენ, მეტი რა უნდა მექნა?! საქმეში ვარ 24 საათი. ახლა ალბათ 2 საქმე და მერე მეც გამაგორებენ. ასეთ კატასტროფაში ვართ.

არაფერი არ გვეშველება თუ არ მივხედეთ ამ გამყიდველ მთავრობას, ყველა იმას, „ოცნებას“ ვინც გვიღალატა. ჩემს სიცოცხლეში მე პოლიტიკაში არ ვყოფილვარ, მაგრამ „ნაცები“ რომ წათრეულიყვნენ იმისთვის დავდექი „ოცნების“ გვერდით.

_ ბესო ხარძიანი თქვენთან ერთად აპირებდა ახალი სამშენებლო კოპმანიის დაფუძნებას?

_ბესოს ბიზნესთან დაკავშირებთ არაფერი ვიცოდი. ჩვენ დაახლოებით 8-9 წელი ბიზნეს ურთერთობა არ გვქონია. ადრე წლების წინ ვიყავით ერთად. დაახლოებით 10 წლის წინ გავიყავით ბიზნესი.

 

 

წყარო: http://ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია