დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლუდმილა პუტინა:"ჩემი ქმარი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის"
2015/03/28 14:43:55

ინტერნეტში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინას სკანდალური ინტერვიუ, გთავაზობთ ციტატებს ამ ინტერვიუდან: 


"ჩემი ქმარი, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის. იძულებული ვარ, ეს საჯაროდ ვაღიარო, რადგან აღარ შემიძლია იმის ნახვა, რაც მისი სახელით ხდება. ესენი არიან საშინელი ადამიანები. ისინი არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან. ვშიშობ, რომ ახლა ისინი მეც და ჩემ შვილებსაც ისევე მოგკვლავენ, როგორც ის მოკლეს.  
"ჩვენი ქორწინება იდეალურად ვერ ჩაითვლება. მე ცოლად გავყევი მზვერავ ოფიცერს, თუმცა სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა. პუტინი სულმდაბალი, სასტიკი ადამიანი აღმოჩნდა, ტირანი. ის არასოდეს ამჩნევდა ჩემ არსებობას. მე მას ვჭირდებოდი როგორც ოჯახის სახე, როგორც მისი შვილების დედა. ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ პუტინი მცემდა, მამცირებდა, აბუჩად მიგდებდა, მასთან ცხოვრება წამება იყო.
მე ვიბრძოდი, არაერთხელ ვცადე განქორწინება, მაგრამ ამ ადამიანისთვის წმინდა არაფერი არსებობდა, იმისთვის, რომ გავეჩუმებინე, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომკეტა, ჯოჯოხეთი გავიარა... ნარკოტიკები, ფსიქოტროპული საშუალებები, დაშინება. დიდი ხნის მანძილზე მკეტავდნენ იზოლატორში და დიდხანს ვერ ვხედავდი მზის სხვის, ადამიანებს. დღემდე მახსოვს ეს ჯოჯოხეთი. ახალგაზრდა, თავდაჯერებული ქალიდან ჩრდილად ვიქეცი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ იქიდან თავი დამეღწია. 
თუმცა ის, რაც მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო, აღწერას აღარ ექვემდებარება. მას მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მე არაფერს მიყვებოდა, კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე კი, ღამით, გოგონები სახლიდან გაუფრთხილებლად წაიყვანა - არც ვიცოდი სად. 
შემდეგ კი საერთოდ დაიკარგა. ღამით ჩვენთან ვიღაცეები მოვიდნენ, მათგან ზოგიერთს ვიცნობდი, ზოგიც პირველად ვნახე. სახლში ყველაფერი შეამოწმეს, მე მხოლოდ ეს მითხრეს - "თუ სიცოცხლე გინდა, გაჩუმდი". ქმრის შესახებ ყველა კითხვაზე მოკლედ მპასუხობდნენ, რომ მალე მოვიდოდა, რომ მას მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არავისთან არაფერი უნდა მეთქვა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი პირველი დუბლიორი გამოჩნდა. შემდეგ უკვე გავიგე, რომ ვლადიმერის მკვლელობა წინასწარ იგეგმებოდა და მოიშორეს მაშინ, როდესაც მისი ორეული მზად იყო მისი ადგილის დასაკავებლად.
ისინი როგორღაც გავიდნენ გოგონების კვალზე და მე ულტიმატუმი წამიყენეს - ან ერთგული ცოლის როლს ვითამაშებდი, ან გოგონებს ცოცხლებს ვეღარასოდეს ვნახავდი. არჩევანი არ მქონდა. ჩვენ როგორღაც გადავრჩით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, მე ახლა საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ყველაფერი კარგად მაქვს, თუმცა საშინელებაა იმის ნახვა, რაც რუსეთში ხდება. ადამიანებო, გონს მოეგეთ. ახლა რუსი ერის გადარჩენაა საჭირო. თუ თქვენ იმის იგნორირებას გააგრძელებთ, რაც ქვეყანაში ხდება, ვერ გადარჩებით", - აცხადებს ლუდმილა პუტინა. 

წყარო: უცხოური მედია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია