ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და საკრებულოს დეპუტატმა ბექა ყანჩელმა, პეტრე იბერის და ბუკიას ქუჩაზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ელექტროსაწოლები სახლში მიუტანეს.
აღნიშნული ნივთი ოჯახებს უფასო სარგებლობაში გადაეცათ.
ელექტრო საწოლები ქუთაისში ჰუმანიტარული ტვირთის სახით ევროპიდან ჩამოიტანეს. ამ ეტაპზე ქუთაისში ელექტროსაწოლით 9 ადამინია უზრუნველყოფილი. საწოლს საჭიროებისამებრ კიდევ რამდენიმე ოჯახი მიიღებს.