დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანასწორობას მოაქვს წარმატება
2015/03/26 16:01:55

დღეს ქუთაისში, გენდერის მედია-ცენტრში, გაიმართა დისკუსაია „ქალი პარლამენტში“, რომლის ორგანიზატორი  გახლდათ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საიას ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები, ცეესკოს სასწავლო ცენტრის წევრები, იურისტები, სხვადასხვა არასამთავრობო და მედეა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ხატია ჟვანია, ფსიქოლოგი: „უდავოა, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება. რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას – ეს ყოვლად მიუღებელია. მოხარული ვარ, რომ მთავრობა ჩართული არის ამ  საკითხის გადაჭრაში.“

 

 მისი განცხადებით, პატიმრების შესახებ კოდექსში 2015 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ცვლილება, რომელიც პატიმარ ქალებს 3-დღიანი პაემნის უფლებას აძლევს. აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში ამ უფლებით მხოლოდ პატიმარი მამაკაცები სარგებლობდნენ. ხატია ჟვანიას თქმით, კარგია, რომ მთავრობამ ხარვეზი გამოასწორა, რადგან პატიმარ ქალებსაც ესაჭიროებათ ოჯახის წევრებთან ურთიეთობა.

 

 

მარიამ ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია