დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ გაუღო პილოტმა კარი კოლეგას?
2015/03/26 11:59:05

ალპებში  კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავ A320-ის ორი პილოტთაგან ერთ-ერთმა დატოვა კაბინა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამის შესახე   საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურმა ბორტის თვითჩამწერის გაშიფვრის შემდეგ განაცხადა.

 

გამოძიების მონაცემებით, კაბინიდან გამოსული პილოტი დაჟინებით აკაკუნებდა კაბინის კარზე, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ვინც ავაკატასტროფის გარემოებებს სწავლობს, გაზეთ New York Times-ს განუცხადა, რომ „შავი ყუთის“ ჩანაწერების მოსმენისას ისმის, როგორ უშედეგოდ ცდილობს პილოტი კაბინაში შეღწევას, კარის შემტვრევას.

 

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ გაუღო პილოტმა კოლეგას კარი.

 

თვითმფრინავი  A320 რეისი ბარსელონა-დიუსელდორფი 24 მარტს სამხრეთ საფრანგეთში დაიღუპა. ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდა ყველა დაიღუპა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია