დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის
2015/03/25 12:46:06

თბილისის ყოფილი მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით 17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას პროტესტს უცხადებს.

 

რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი, ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი) და სხვები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი.

 

ევროპარლამენტართა აზრით, ამის მიზეზი 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება.

 

წყარო: http://pirveliradio.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია