დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმდენი ტვინი არ ჰყოფნით, რომ „ნაცმოძრაობას“ რეკლამა არ გაუკეთონ“- ნინო ბურჯანაძე
2015/03/19 11:18:18

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი გააქტიურება, მმართველი გუნდის უუნარობის შედეგია. ბურჯანაძემ ეს გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნაცმოძრაობა“ დღეს რომ ამდენს ბედავს, ამაში დამნაშავე „ქართული ოცნებაა“. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგელებს იმდენი ტვინი არ ჰყოფნით, „ნაცმოძრაობას“ რეკლამირება არ გაუწიონ“,- აცხადებს ბურჯანაძე.

 

პარტიის თავმჯდომარის პოზიციით, ხელისუფლებას ,,ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები რომ გამოეძიებინა, ისინი დღეს ამდენს ვეღარ გაბედავდნენ.

 

,,მე ირაკლი ღარიბაშვილს მივმართე და განვაცხადე: მის ხელისუფლებას ის ფაქტები დროულად რომ გამოეძიებინა, რაც ,,ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო განხორციელებული, დღეს ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ. თუ ეს უუნარობა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება“,-აღნიშნავს ბურჯანაძე.

 

მისივე თქმით, ის სწორედ ,,ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დამარცხების მიზნით მოუწოდებდა ხელისუფლელას 26 მაისის საქმის გამოძიებას.

 

მისივე შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებას უფრო ეშინია 26 მაისის გამოძიების, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას“.

 

,,როცა ხელისუფლებას მოვუწოდებდი, 26 მაისი გამოეძიებინა, სწორედ ამას ვგულისხმობდი, მაგრამ ამ ხელისუფლებას უფრო ეშინია 26 მაისის გამოძიების, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ეშინია იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებაში არავის უნდა ბურჯანაძის, „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ რეალური სახე დაინახოს საქართველოს მოსახლეობამ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

წყარო: http://www.democrats.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია