დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოლების მოსამზადებელი სკოლა
2015/03/17 16:33:55

 

1937 წელს ნაცისტებმა „ცოლების მოსამზადებელი სკოლა“ გახსნეს. აქ უნდა ესწავლათ გოგონებს, რომლებსაც სურდათ ცოლად გაჰყოლოდნენ სს-ისა და გერმანიის  ნაციონალ-სოციალისტური შრომითი პარტიის  წევრებს. მათ ასწავლიდნენ დიასახლისობას, ბავშვების მოვლასა და სოფლის მეურნეობას. ნაცისტების ცოლებს ეკრძალებოდათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, ოფისებში და საწარმოებზე მუშაობა.

ერთი თვის წინ, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ბერლინის არქივებში ნაცისტურ სკოლებში სწავლების ინსტრუქციები აღმოაჩინეს. ეს

1დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ნაცისტებს ანტისემიტიზმისა და ანტიკომუნიზმის გარდა, ანტიფემინიზმიც ღრმად ჰქონდათ გამჯდარი.

1936 წელს  სს-ის რაიხსფურერმა, შემდეგომში მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრმა (1943-1945 წ.წ), ჰაინრიხ ჰიმლერმა გოგონების მოსამზადებელი სპეციალური კურსების შექმის ბძანება გასცა, სადაც ნაცისტების საცოლეები ისწავლიდნენ. სკოლის ხელმძღვანელად გერტრუდა შოლც-კლინკი დაინიშნა, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური ქალთა პარტიის თავმჯდომარე (1943 წელს, პარტიაში გაწევრიანებული იყო 7 მილიონი გერმანელი ქალი).

2სკოლაში ირიცხებოდნენ გოგონები, რომლებსაც სურდათ მომავალში ცოლად გაჰყოლოდნენ სს-ისა და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრებს. 1939 წელს ეს სია გაფართოვდა და მასში ახალი პოტენციური საქმროები – ოფიცრები შეიყვანეს.

პირველი სკოლა გაიხსნა შვანენვერდერის კუნძულზე, ვანზეეს ტბაზე, ბერლინთან ახლოს. 1944 წლამდე გერმანიაში ასეთი 32 სკოლა იყო. სკოლაში ირიცხებოდნენ მხოლოდ არიელები (ხანდახან გამონაკლისის სახით რიცხავდნენ იმ გოგონებსაც, რომელთა  ებრაული სისხლიც ⅛-ს არ აღემატებოდა). მათ არ უნდა ჰქონოდათ ფიზიკური და ფსიქიკური ნაკლი, სკოლაში ასევე არ იღებდნენ მათ, ვის მშობელსაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

სწავლა 6 კვირიანი იყო (1939 წლიდან –  2 თვიანი), ამ დროის განმავლობაში ასწავლიდნენ არამარტო დიასახლისობას, არამედ გენეტიკის საფუძვლებს, კურსებს რასების შესახებ, პოლიტოლოგიასა და ისტორიას. ყოველდღიურად სავალდებულო იყო ფიზკულტურის ორჯერადი გაკვეთილები. ასევე სწავლის აუცილებელი ელემენტი იყო სოფლის მეურნეობის კურსები – მხოლოდ ასეთი სამსახური შეეფერებოდა ნამდვილ გერმანელ ქალს.

ბენეფიციარებს ასევე ასწავლიდნენ რიტორიკას, ე.წ. მაღალი სოციალური ფენის დამახასიათებელ მანერებსა და ბავშვების მოვლას. სწავლის დამთავრების შემთხვევაში, აძლევდნენ სერტიფიკატს, რომელიც მათ უფლებას აძლევდათ, ცოლად გაჰყოლოდნენ “ტიპიურ გერმანელებს”. ქორწინება ნეოფაშისტური რიტუალებით ტარდებოდა.

3

სკოლის ხელმძღვანელი – გერტრუდა შოლც-კლინკი

სწავლის ღირებულება 135 რაიხსმარკა იყო (400 ფუნტი სტერლინგი). მაგრამ ამ თანხის უკან “ამოღება” მალევე ხდებოდა: როდესაც „სერტიფიცირებული საცოლე“ ცოლად გაჰყვებოდა ფაშისტს, მას ეძლეოდა უპროცენტო 5 წლიანი სესხი 1000 რაიხსმარკის ოდენობით, და ყოველი ბავშვის გაჩენისას ამ თანხიდან 250 რაიხსმარკა ექვითებოდა.

გერმანელი საცოლეებისთვის განათლების საფუძველს სამი „K“ წარმოადგენდა: “kinder, küche და kirche ” (ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია). და ეს არაა ჰიპერბოლა, ზუსტად ასეთი იყო ფაშისტებისათვის ქალის იდეალი. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სკოლები ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა – 1917 წელს ქალაქ შტუტგარტში გაისხნა პირველი “დედების სკოლა”, სადაც მათ ასწავლიდნენ ერთგულებასა და დიასახლისობას, შესაბამისად – სამშობლოსა და ოჯახის მიმართ.

4ნაცისტური რეჟიმისათვის პრიორიტეტული იყო დემოგრაფიული საკითხები, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. ამ მიზეზით, ქალისთვის სერიოზული დაბრკოლება იყო უნივერსიტეტებში სწავლა და საწარმოებზე მუშაობა, მას უნდა შეესრულებინა ქალისთვის განსაზღვრული მთავარი ფუნქცია – ბავშვების გაჩენა და მოვლა.

თუ მომუშავე ქალი გათხოვდებოდა და ამის შემდეგ სამსახურს თავს დაანებებდა, მას ეძლეოდა უპროცენტო სესხი 600 რაიხსმარკის ოდენობით. 1934 წლიდან კი მშობიარობის აქტიური წახალისება დაიწყო, დაიწყო საოჯახო და ბავშვებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებების გაცემა (ერთ ბავშვზე 30 რაიხსმარკა თვეში), მრავალშვილიან ოჯახებს  სამედიცინო მომსახურეობა ფასდაკლებებითა და მნიშვნელოვანი შეღავათებით უტარდებოდათ. გახსნეს ახალი სკოლები, სადაც ფეხმძიმეებს “დედობას” ასწავლიდნენ. მას, ვისაც 8 შვილი ჰყავდა, აძლევდნენ “დედობის” ოქროს ჯვარს (დამატებით ეძლეოდათ 500 რაიხსმარკა). გერმანია გახდა პირველი მსხვილი ქვეყანა ევროპაში, სადაც მშობიარობა ჩქარი ტემპებით იზრდებოდა. თუ 1934 წელს დაიბადა 1 მილიონი ახალშობილი, უკვე 1939 წელს ახალშობილთა რაოდენობა 1,5 მილიონამდე  იყო გაზრდილი.

ნაცისტების მთავრობაში მოსვლისას ქალების მხრიდან პროფესიონალური, პოლიტიკური თუ აკადემიური კარიერისაკენ სწრაფვა არაბუნებრივ მოვლენად ჩაითვალა. ყველაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის საკუთარი ქმრის გვერდით ყოფნა  უნდა ყოფილიყო. 1921 წელს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა შრომითმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალები აღარ დანიშნულიყვნენ პარტიულ და მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე. 1933 წლის გაზაფხულზე  სახელმწიფო აპარატში მომუშავე ქალების თანამდებობებიდან მასიური გათავისუფლება დაიწყო. ათავისუფლდებდნენ არა მხოლოდ პარტიული თანამდებობებიდან, სამსახურებიდან უშვებდნენ დაქორწინებულ ექიმებს – ნაცისტებმა საკუთარი ერის ჯანმრთელობა იმ მნიშვნელოვან ამოცანად დაისახეს, რომელსაც ქალებს ვე(ღა)რ მიანდობდნენ.

1936 წელს თანამდებობებიდან დაითხოვეს ქალები, რომლებიც მუშაობდნენ პროკურორებად და მოსამართლეებად. ასევე მნიშვნელოვნად შეამცირეს ქალი პედაგოგების რაოდენობა და ქალთა სკოლებში ძირითადი საგნები გახდა დიასახლისობა და ხელსაქმე.

Gymnastik im Garten der Reichsbr„ute- und Mtterschule auf der Insel Schwanenwerder in Berlinფაქტობრივად, ქალებს უკრძალავდნენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას – 1934 წელს უნივერსიტეტებში 1500 ქალი სწავლობდა (მაგალითისთვის 1930 წელს მათი რაოდენობა 32 ათასი იყო). ცალკე  აღსანიშნავია ბოლო მოწვევის რაიხსტაგის ქალ დეპუტატთა ბედიც: ოთხმა მათგანმა თავი მოიკლა, 10 – საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს, 30 – შინაპატიმრობა მიუსაჯეს, 43 – ქვეყნიდან გაიქცა.

ნაცისტები შედარებით ლოიალურები იყვნენ იმ ქალების მიმართ, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობდნენ. მეტიც – სწორედ ეს სამსახური ითვლებოდა „ტიპიურად, ქალისთვის შესაფერისად“. წახალისებული იყო დასაოჯახებელი ქალების მუშაობა, ხოლო 1939 წელს 25-წლამდელ დასაოჯახებელი ქალებისთვის მუშაობა სავალდებულო გახდა;  მათ უმეტესად სოფლის მეურნეობაში ასაქმებდნენ, ან ძიძებად გზავნიდნენ მრავალშვილიან ოჯახებში. დაბალი სოციალური ფენის ქალებს ევალებოდათ კვირაში 20 საათი შრომით ბანაკებში ემუშავათ. მათ აძლევდნენ ფორმასა და სამუშაო იარაღებს, მოიხსენიებდნენ “მუშა ქალებად”.

ქალების მიმართ ასეთი არაადამიანური მოპყრობა, სადღეისოდ, მუსლიმურ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შეგვიძლია შევადაროთ. შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა კარლ-გუსტავ იუნგმა ჯერ კიდევ 1930 წელს თქვა, რომ “ნაცისტური იდეოლოგია – ეს მოდერნიზებული ისლამური იდეოლოგიაა, თურქული, ან ირანული ისლამის მსგავსი”.

 

 

წყარო: http://17maisi.org/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია