დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„როგორ შეიქმნა სამყარო?“ მე-40 საჯარო სკოლაში
2015/03/17 15:58:04

„ღია კარის დღის“ ფარგლებში 3ა  კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი  დაწყებითი კლასის მასწავლებლის გულიკო მერკვილაძის, მედული ლატარიასა (ინგლისური ენის პედაგოგი) და მუსიკის მასწავლებლის ქეთევან გედენიძის მიერ.

 

გაკვეთილის თემა: „როგორ შეიქმნა სამყარო?“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს საფუძვლიანად შეესწავლათ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო (მზე, მთვარე, ვარსკვლავები, პლანეტები და დედამიწა). მათი სასიცოცხლო მნიშვნელობა. შედგა კედლის გაზეთების პრეზენტაცია, ვიდეო მასალის ჩვენება, დახასიათდა ყველა ციური სხეული, მოსწავლეებმა მათზე წარმოთქვეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

 

გაკვეთილი წარიმართა მიზნობრივი აქტივობებით, რომლებიც უღვივებდნენ მოსწავლეებს სიყვარულს ციური სხეულების, დედამიწის, ბუნებრივი სასარგებლო მოვლენებისადმი. მოსწავლეთა აქტივობა იყო მაღალ დონეზე, გაკვეთილი დაგვირგვინდა მუსიკის მასწავლებლის მიერ დამუშავებული ჯგუფის „სხივის“ ჰიმნით.

 

 

გაკვეთილმა ძალზედ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. დამსწრე სტუმრებმა და მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს და პედაგოგებს დიდი წარმატება უსურვეს მომავალ მუშაობაში.

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია